თურქეთიდან რუსეთში ისეთი საქონლის ექსპორტი, რომელიც რუსული ომის მანქანისთვის აუცილებელია, მიმდინარე წელს მკვეთრად გაიზარდა – Financial Times

თურქეთიდან რუსეთში ისეთი საქონლის ექსპორტი, რომელიც რუსული ომის მანქანისთვის აუცილებელია, მიმდინარე წელს მკვეთრად გაიზარდა. ამის შესახებ სტატიას Financial Times აქვეყნებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ თურქეთიდან რუსეთში ექსპორტის ზრდამ, ხელი შეუშალა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის მცდელობას შეეზღუდა ს შესაძლებლობა სამხედრო გაძლიერების თვალსაზრისით და გაზარდა დაძაბულობა თურქეთსა და ნატოს სხვა წევრ ქვეყნებს შორის.
გამოცემის ინფორმაციით, იმის ნიშნად, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობის შეჩერება ვაშინგტონის პრიორიტეტი გახდა, -ის ხაზინის მდივნის მოადგილე ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში ბრაიან ნელსონი მიმდინარე კვირას სტამბულსა და ანკარას ეწვევა, სადაც სავაჭრო და ფინანსურ საქმიანობას გაიხილავს, რომელსაც სარგებელი მოაქვს რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომში.
სტატიაში განმარტებულია, რომ 2023 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში თურქეთმა 45 კატეგორიის საქონლის ექსპორტი განახორციელა რუსეთსა და 5 ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში, რომლის საერთო ღირებულებაც 158 მილიონი დოლარია. სტატიის ავტორთა თქმით, ეს მაჩვენებელი გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემებს სამჯერ აჭარბებს.