თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტი თითქმის 2-ჯერ გაიზარდა

თურქეთიდან საქართველოში დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტი მკვეთრად გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აპრილში, ქვეყანაში მეზობელი სახელმწიფოდან დაახლოებით 69 მილიონი დოლარის აღნიშნული პროდუქცია შემოვიდა, რაც 1.8-ჯერ მეტია წინა წლის იგივე მონაცემთან შედარებით.
2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 563.4 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 1 763.2 მლნ.
აშშ დოლარს შეადგენს (შემცირდა 10.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 4 800.2 მლნ. აშშ დოლარს
(გაიზარდა 0.3 პროცენტით).
წყარო: jandacva.ge

ასევე დაგაინტერესებთ