თურქეთიდან თხილის ექსპორტი 40%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში თურქეთიდან თხილის ექსპორტი 124 ქვეყანაში განხორციელდა.
პირველი სამი ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი თურქული თხილი გაიყიდა, გერმანია, იტალია და საფრანგეთი იყო.
მე-4 ადგილზეა პოლონეთი, ხოლო ჩინეთი მე-5 ადგილზე გავიდა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თხილის ექსპორტი აღნიშნულ პერიოდში რაოდენობრივად 10%-ით და ღირებულებით 40%-ით გაიზარდა.
6 თვეში ექსპორტირებული თხილის მოცულობამ 373 მილიონ 168 ათასი დოლარი და 67 ათას 774 ტ შეადგინა.