საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ამბობს, რომ ქვეყნის საფინანსო სისტემა კვლავ აღასრულებს საერთაშორისო სანქციებს – ამის შესახებ მან განუცხადა ჟურნალისტებს, რომლებმაც კითხვა დაუსვეს სანქცირებული „ლუკოილის“ შესახებ.
„უკვე სამი წელია, პრაქტიკულად ჩვენ არცერთი დარღვევის შემთხვევა არ გვქონია. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ეს შედარებით ახალი გადაწყვეტილებაა, ჩვენი საფინანსო სექტორი და რეგულატორიც, ჩვენც ვიმოქმედებთ შესაბამისად. შევისწავლით, ვნახავთ და რასაკვირველია, სანქციების რეჟიმის დაცვა არის ის, რასაც აკეთებენ ჩვენი ბანკები დღემდე. ამ თვალსაზრისით რაიმე გართულება არ იქნება“, – თქვა თურნავამ.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა „ლუკოილის“ წარმომადგენლობას საქართველოში. კომპანიის იურისტმა განაცხადა, რომ მუშაობას განაგრძობენ და საჭიროების შემთხვევაში, თავადვე გაავრცელებენ განცხადებას.
· 15 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გააფართოვა უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები და ჩამონათვალს დაუმატა უმსხვილესი რუსული ნავთობკომპანიები „ლუკოილი“ და „როსნეფტი“.
· 22 ოქტომბერს კი აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „ლუკოილს“ და „როსნეფტს“ და მათ შვილობილ კომპანიებს.
ფორუმი




