თურნავამ ისეთ სკანდალში ამოყო თავი, რომელიც მომავალში შეიძლება ძალიან მძიმედ დაუჯდეს – გოცირიძე

ბიძინა ივანიშვილის ჩივილის საფუძველზე გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის დავის ფარგლებში დღეს, 17 თებერვალს სასამართლოში გამოიკითხა ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ თანხა (5 მლნ დოლარი), რაზეც ედავება, მხოლოდ და მხოლოდ სესხი იყო, რომელიც მას ექსპრემიერმა “ქართუ ბანკის” გავლით მისცა. ბაჩიაშვილმა ეს თანხა კრიპტოვალუტაში ჩადო, საიდანაც შემოსავალი მიიღო და ბანკს ვალიც გადაუხადა. ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ეს არა სესხი, არამედ ინვესტიცია იყო და ბაჩიაშვილმა მას არამხოლოდ ძირი, არამედ მოგებაც უნდა მისცეს.
ეროვნული ბანკმა “ქართუ ბანკი” ზემოხსენებული სესხის გაცემიდან 8 წლის შემდეგ დააჯარიმა, წესების დარღვევის გამო, თუმცა ბაჩიაშვილის თანახმად, ეს თვალთმაქცური ჯარიმაა, რათა გამყარდეს ივანიშვილის ვერსია, რომ ის ფული არა სესხი, არამედ მართლაც ინვესტიცია იყო.
სასამართლო სხდომა დაიხურა, შესაბამისად მედიამ ვერ ნახა რა ჩვენება მისცა ნათია თურნავამ. მან სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ბანკის დაჯარიმება კანონიერად მოხდა და აქ არაფერი გასაკვირი არ არის.
, ეროვნული ბანკის ასევე ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ეროვნულმა ბანკმა შეგნებულად დააჯარიმა მისივე ბანკი, “რათა ეს ფაქტი გამოეყენებინა იმის დასამტკიცებლად, რომ “ქართუმ” ბაჩიაშვილზე სესხი გასცა წესების დარღვევით და სინამდვილეში ეს სესხი კი არაა, არამედ არის ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია, ხოლო ბაჩიაშვილი მისი “პადსტავნოი”( ანუ ფიქტიური) პირი ყოფილა”.
“ნათია თურნავამ, რომელიც დაჯარიმების ამ დოკუმენტით დღეს დახურულ სასამართლო სხდომაზე წარსდგა, ისეთ სკანდალში ამოყო თავი, რომელიც მომავალში შეიძლება ძალიან მძიმედ დაუჯდეს”, – წერს რომან გოცირიძე.
ბაჩიაშვილის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 2023 წლის ივლისში დაიწყო. საქმე ეხება დიდი ოდენობით, კერძოდ, 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. აღნიშნული ბიტკოინის ღირებულება, პროკურატურის ცნობით, მითვისების მომენტში 39 215 820 დოლარს შეადგენდა.
ბაჩიაშვილი ბრალს არ აღიარებს. როგორც ის ამბობს, სისხლის სამართლის დევნის დაწყების შემდეგ მის ადვოკატს ივანიშვილის წარმომადგენელმა წერილი მისწერა, სადაც მისგან დიდი ოდენობის თანხის ბიტკოინებს ითხოვდა, რაზეც მან უარი განუცხადა.
ბაჩიაშვილი აქვეყნებს წერილს, სადაც მისი თქმით, ივანიშვილი ბიტკოინებს ითხოვს