“თურნავამ ვერ აღასრულა საერთაშორისო სანქციები ფარცხალაძის მიმართ, რომელსაც კავშირები აქვს პუტინთან” – Global Finance –

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა ევროპის რეგიონში ცენტრალური ბანკების მმართველებს შორის ნათია თურნავა ყველაზე დაბალი ქულით შეაფასა.
გამოცემა აფასებს 2023 წლის 1 ივლისიდან 2024 წლის 30 ივნისამდე ცენტრალური ბანკების მმართველების მიერ გაწეულ საქმიანობას.
შეფასების ძირითადი კრიტერიუმებია – ინფლაციის კონტროლი, ეკონომიკური ზრდა და მასთან დაკავშირებული მოკლე და საშუალოვადიანი მიზნები, სავალუტო სტაბილურობა და მონეტარული პოლიტიკა.
გამოცემა წერს, რომ კითხვები გააჩინა თურნავას მიერ 2023 წლის სექტემბერში მიღებულმა გადაწყვეტილებამ. ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით რეგულაცია 2023 წლის შემოდგომაზე შეცვალა – როცა -მა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. ამ ცვლილების მიხედვით, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი საქართველოში. იმავე პრინციპით გავრცელდება სანქციათა რეჟიმი იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც სანქცირებული საქართველოს მოქალაქე ფლობს.
„მან [ნათია თურნავამ] ვერ აღასრულა საერთაშორისო სანქციები საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიმართ, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქის აქტივების გაყინვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს შიდა სასამართლოში. მის საკამათო პოზიციას მოჰყვა სებ-ის უმაღლესი თანამდებობის სამი პირის გადადგომა და საქართველოს პრეზიდენტის ს საყვედური, რომელმაც მას გადადგომისკენ მოუწოდა. თურნავა ასევე იძულებული გახდა დაეხარჯა უცხოური ვალუტა ლარის მხარდასაჭერად გასული წლის მაისში, მიუხედავად ყველა სხვა პოლიტიკური პარტიის, პრეზიდენტისა და ევროკავშირის სასტიკი წინააღმდეგობისა, რომელმაც შემდგომ შეაჩერა საქართველოსთან წევრობის მოლაპარაკებები. ეს მოხდა ანტისამთავრობო დემონსტრაციების პიკში ე.წ. უცხოური აგენტების კანონის წინააღმდეგ. საერთაშორისო რეზერვები 2023 წლის აგვისტოში 5,4 მილიარდი დოლარიდან დაეცა 4,6 მილიარდ დოლარამდე მიმდინარე წლის ივნისში, Fitch Ratings-ის თანახმად, კლება, რომელიც დაიწყო თურნავას ვადის დაწყებიდან მალევე. მან არაფერი გააკეთა გასული წლის სექტემბერში მისი გადაწყვეტილების შესახებ შეშფოთების შესამსუბუქებლად და მისმა სიახლოვემ მმართველ პარტიასთან „ქართულ ოცნებასთან“ ნდობა შეარყია. ივნისში Fitch Ratings-მა გააფრთხილა, რომ „სებ-ის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული რისკებმა შეიძლება შეარყიოს პოლიტიკის სანდოობა და პოტენციურად შეასუსტოს საქართველოს მცირე, ღია და დოლარიზებული ეკონომიკის უნარი გარე შოკებზე რეაგირებისთვის“. მონეტარული პოლიტიკის კუთხით, ეროვნულმა ბანკმა შეინარჩუნა ზოგადად მკაცრი სტრატეგია, მაისში შეამცირა განაკვეთები 8%-მდე იმდროინდელი 2%-იანი ინფლაციის წინააღმდეგ, თუმცა დოლარიზაციის მაღალი დონე გავლენას ახდენს პოლიტიკის გადაცემაზე. ივნისში ინფლაციამ პიკს მიაღწია 2.2%-მდე, სანამ აგვისტოში 1%-მდე დაეცა“, – ვკითხულობთ Global Finance-ის მიერ თურნავას შეფასებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული საბჭო – საქართველოს მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს – მოველით, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი