“თუნდაც მთელმა მსოფლიომ საპირისპიროს მტკიცება დაიწყოს, ჩემპიონი მაინც გავხდები” – უმარ ნურმაგომედოვი

უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილთან მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელში პირველი პოსტი გამოაქვეყნა. მოგეხსენებათ, დაღესტნელმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ქართველ მებრძოლთან არ დამარცხებულა.
ნურმაგომედოვის თქმით, იგი ჩემპიონის ქამარს მაინც მოიპოვებს.
“ამას წინ ვერაფერი აღუდგება, ჩემპიონი მაინც გავხდები და სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა. ვფიქრობ, რომ ეს ბრძოლა არ წამიგია, როგორც კი ტრავმას მოვიშუშებ, საჩემპიონო ბრძოლას დავუბრუნდები”, – განაცხადა ნურმაგომედოვმა.
შეგახსენებთ, მერაბმა დაღესტნელი 5-რაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების ერთობლივი გადაწყვეტილებით დაამარცხა.