თუკი ხელისუფლების პრორუსულობის გჯერათ, ავტომატი უნდა გეჭიროთ და ამხობდეთ მას – პაპუაშვილი ოპოზიციას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოპოზიცია ცდილობს მოსახლეობას მოსახლეობას ხელისუფლების მიმართ ზიზღი გაუღვივოს და ამის გამო პრორუსს ეძახის. ამის შესახებ მან ისაუბრა პარლამენტში 2023 წლის საპარლამენტო საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, როცა დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
“რიტორიკულად რომ შევხედოთ, ჩვენს კოლეგებს თავი რომ მოაქვთ, სა და პრორუსულობის ძახილით. კომიკურად რომ იქციეს თავი. როგორ ფიქრობთ, ეს ლეგიტიმაციის აღიარებაა, როდესაც ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, მილიონ ამომრჩეველს ეძახი პრორუსს. რა თანამშრომლობის იმედი უნდა გქონდეთ?! ხელში უნდა გეჭიროთ ავტომატი და ამ ხელისუფლებას ამხობდეთ, თუკი მაგის მართლა გჯერათ.
ე.ი. არ გჯერათ, რადგან ასეთი ცივილური ურთიერთობა გაქვთ. და თუ არ გჯერათ ამ ზღაპრის პრორუსულობასთან დაკავშირებით, რა დავარქვათ ადამიანების ნერვებზე თამაშს, როდესაც ყოველდღიურად ზიზღს აღვივევბთ ხელისუფლების მიმართ, მისი ე.წ. პრორუსულობის გამო”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტმა 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს გააკრიტიკა ოპოზიციის საქმიანობა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მთავარი პროკურორი, რომლის შეთითხნილი ბრალდებებით დამაპატიმრეს, “ქილერად” გამოაცხადეს, როგორც ჩანს, “ქილერის” გარდა, ვერავინ უსრულებდა ივანიშვილს ამ სურვილს – გაფრთხილებდით 90-იანებში დაგვაბრუნებენ-მეთქი

ირაკლი კობახიძე – ხვალ საღამოდან ამოქმედდება ახალი ჩქაროსნული გზის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან გაცილებით მოკლე დროში დააკავშირებს რეგიონებს, ადამიანებს, ეკონომიკურ ცენტრებს – ბუნებრივია, ეს ყველაფერი ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნის განვითარებას