„ჩვენ შევქმენით მსურველთა კოალიცია, რაც იყო რეაქცია ჩვენს იმ განცდაზე, რომ არსებობდა უსაფრთხოების გარანტიების გარეშე სწრაფი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ცდუნება და ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ეს – ჯერ იყო საქართველო 2008-ში, ისევე როგორც ყირიმი 2014-ში. სრულად უდავოა ის, რომ თუკი სამშვიდობო შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიების გარეშე დადებ, რუსეთი არასდროს შეასრულებს სიტყვას, არასდროს დაემორჩილება მის მიერვე აღებულ ვალდებულებებს. ასე რომ, ეს [კოალიცია] უკრაინისთვის და ასევე ევროპელებისთვის ნებისმიერი შეთანხმების სრულად გადამწყვეტი და არსებითი ნაწილია – ეს ჩვენი უფროსებისთვისაცაა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია ბოლო რამდენიმე დღეში, რომ ახლა აშშ მზადაა, ამის ნაწილი იყოს.“ – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა NBC News-თან ინტერვიუში.
