“თუკი რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა ფაშინიანის მთავრობა მარტო რჩება რუსეთთან” – გიორგი კობერიძე

რუსეთმა სომხეთში გადატრიალება სცადა – ამბობს სომხეთში არსებული საგამოძიებო სამსახური, რომლის მიხედვითაც წლის დასაწყისში როსტოვში მომზადებულ შეიარაღებულ ჯგუფს ფაშინიანის მთავრობა უნდა დაემხო და პრორუსული ძალები მოეყვანა ხელისუფლებაში. ამ ეტაპზე შვიდი ადამიანია პასუხისგებაში მიცემული.
სათვის ფაშინიანის ჩანაცვლება ყველაფრის ფასად სურთ, მაგრამ ში ჩაფლული და გამოფიტვის პროცესში მყოფი რუსეთი ამას ასე ადვილად ვერ ახერხებს. თუმცა წლის დასაწყისში რუსი პროპაგანდისტები – სიმონიანი და სალავიოვი – ტელევიზიიდან ამბობდნენ, 2008 წელს საქმე რომ დაგვესრულებინა და თბილისი აგვეღო სომხეთი რუსული კურსიდან გადახვევას ვერასდროს გაბედავდაო. სომხეთში კი რუსული კურსიდან წარმატებით დაშორების სამი პირობა აქვთ დასახული: 1. საქართველო უნდა დარჩეს ევროკავშირის მთავარი პარტნიორი და ჰყავდეს ევროპული მთავრობა; 2. ევროკავშირმა უნდა გაზარდოს ინტერესი სომხეთის მიმართ, რაშიც დიასპორის დახმარება შეიძლება; 3. მოხდეს ურთიერთობის დალაგება თურქეთთან.
როგორც სომეხი ანალიტიკოსები წერენ, ამ სამი პირობის შესრულების შემთხვევაში, მოხდება სომხეთის რეალისტური და საბოლოო ჩამოშორება რუსეთისაგან. სხვა სიტყვებით, სამხრეთ კავკასიის საგარეო ორიენტაციის მომავლის ბედი საქართველოში წყდება. თუკი რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა ფაშინიანის მთავრობა მარტო რჩება რუსეთთან. ხოლო ასეთ შემთხვევაში აზერბაიჯანთან ურთიერთობის დალაგება თუ კონფლიქტი მეტწილად რუსეთზე იქნება დამოკიდებული, რომელიც სომხეთში რუსული კლანის დასაბრუნებლად ნებისმიერ საშინაო თუ საგარეო მეთოდებს, ჩარევებსა თუ წაქეზებას მიმართავს.

ასევე დაგაინტერესებთ