თუკი ოპოზიციის მხრიდან “მშვიდობიანი დამხობის მცდელობა” იქნება, პირობას ვაძლევთ, რომ კანონი აღსრულდება მშვიდობიანად

თუკი ოპოზიციის მხრიდან “მშვიდობიანი დამხობის მცდელობა” იქნება, პირობას ვაძლევთ, რომ კანონი აღსრულდება მშვიდობიანად
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” თავმჯდომარე რადიკალური ოპოზიციის რევოლუციურ გეგმებს მედიასთან ეხმიანება.
“რადიკალებს დესტრუქციით სურთ ხელისუფლებაში მოსვლა და ცდილობენ ჰექსოგენით, ტროტილებით, მოლოტოვის კოქტეილებით, წიწაკის სპრეითა და რევოლუციური გზამკვლევებით მოვიდნენ ხელისუფლებაში”- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ თუ რადიკალებს ხელისუფლებაში მოსვლა სურთ, უმჯობესი იქნებოდა ამომრჩეველთან პირისპირი შეხვედრები მოეწყოთ.
„ოპოზიცია ისევ მიუღებელ გზას ადგას – დესტრუქციით სურთ ხელისუფლებაში მოსვლა და ცდილობენ ჰექსოგენით, ტროტილებით, მოლოტოვის კოქტეილებით, წიწაკის სპრეითა და რევოლუციური გზამკვლევებით მოვიდნენ ხელისუფლებაში. ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელი და დაუშვებელია. ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა მათ არა ამ მეთოდებით, არამედ ამომრჩეველთან პირდაპირი ურთიერთობით ემუშავათ, თუკი ხელისუფლებაში მოსულა სურთ. რაც შეეხება მშვიდობიანი დამხობის მცდელობას, თუკი ასეთი მცდელობა იქნება პირობას ვაძლევთ, რომ კანონი აღსრულდება მშვიდობიანად,” – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც კერძო ბიზნესი კომერციულ მოგებასა და მოსახლეობის ძარცვას შორის ზღვარს კარგავს, სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება აქვს, ჩაერიოს და საკუთარი მოქალაქეები დაიცვას

თითქმის ნახევარი საუკუნეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, როგორც ერის სულიერი მამა, წინ მიუძღვის ჩვენს ქვეყანას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩვენი ერის მართლმადიდებლური ღირებულებების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის!

დღემდე გაუცემელია პასუხი – რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას და ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და წარმოიდგინეთ, როგორი უსამართლობაა