“თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!” – ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა

ნიგერიელმა ჟურნალისტი და ვიქტორ ოსიმენის ახლო მეგობარი ბუჩი ლაბა სოციალურ ქსელში “ნაპოლის” ფორვარდის “გალათასარაიში” შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა.
ლაბას თქმით ოსიმენს არ გაუმართლა, რადგან “კვარასგან” განსხვავებით, “პარტენოპეი” მას კლუბიდან წასვლაში ხელს უშლის.
“გიდასტურებთ, რომ “ნაპოლიმ” “გალათასარაისგან” ოსიმენის თაობაზე მეოთხე შეთავაზება დაბლოკა! “გალას” მეოთხე შეთავაზება ყველა იმ მოთხოვნას აკმაყოფილებდა, რაც “ნაპოლის” სურდა. ახლა კი “პარტენოპეი” მომავალი გაყიდვიდან პროცენტს ითხოვს, რაზეც თურქულმა კლუბმა უარი განაცხადა.
ვიქტორმა დე ლაურენტისს განუცხადა, რომ კარიერის გაგრძელებას მხოლოდ “გალათასარაიში” გეგმავს, თავის მხრივ სტამბოლური კლუბი ახლა ყოყმანობს და ფიქრობს, დააკმაყოფილოს თუ არა “ნაპოლის” მოთხოვნა.
ცოტა ხნის წინ “პარტენოპეიმ” ს პსჟ-ში გადასვლის უფლება ზედმეტი სტრესისა და გართულებების გარეშე მისცა, ოსიმენს კი უპატივცემულოდ უკვე მეორედ ექცევიან, ვიქტორის გამო ძალიან ვწუხვარ. გასულ წელს ოსიმენიც “პარი სენ ჟერმენში” უნდა გადასულიყო, ყველაფერი შეთანხმებული იყო, ვიქტორი მხოლოდ პარიზში უნდა ჩასულიყო და სამედიცინო შემოწმება უნდა გაეარა, მაგრამ დე ლაურენტისმა ბოლო საათებში თამაშის წესები შეცვალა და ალ-ხელაიფი იმედგაცრუებული დატოვა. პრობლემა “ნაპოლის” პრეზიდენტია!”, – განაცხადა ლაბამ.
შეგახსენებთ, ოსიმენმა გასული სეზონი იჯარის წესით “გალათასარაიში” გაატარა, სადაც ტრავმირებული მაურო იკარდი შეცვალა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა.
რა მოქაჩა თმაზე ასეთი – პსჟ-ს ნახევარმცველს დისკვალიფიკაცია ემუქრება
[VIDEO] 0:3 “ჩელსისთან” – პსჟ-მ შესანიშნავი სეზონი დიდი ანგარიშით წაგებით დაასრულა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “ჩელსისთან” მატჩში?
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია – პსჟს წაგების მიზეზები
Ballon d’Or 2025. რეიტინგი განახლდა – კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
კვარაცხელია და ოსიმენი კვლავ ერთად? – მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პსჟ-მა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ნოა ლანგი ნეაპოლში ჩავიდა და დღეს “პარტენოპეის” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
“ნაპოლი” არ ჩერდება – “პარტენოპეიმ” ლუკას ტრანსფერიც შეათანხმა
მიქაუტაძის სანაცვლოდ “რომაზე” 2 მილიონით მეტი შესთავაზეს – ქართველის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა მიმდინარეობს
250 მილიონი და ზაფხულის ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი? – პსჟ-მა შესაძლოა თავისი რეკორდი გააუმჯობესოს
დე ლაურენტისი ოსიმენის ტრანსფერზე გაჯიუტდა – არავითარი “განვადება”, 75 მილიონი ახლავე და დაუყოვნებლივ
მიზეზი ფულია – თურქი ჟურნალისტი ოსიმენის “მანჩესტერ იუნაიტედთან” შეუთანხმებლობაზე და ნიგერიელის სატრანსფერო საგაზე
რა მოქაჩა თმაზე ასეთი – პსჟ-ს ნახევარმცველს დისკვალიფიკაცია ემუქრება
“ნაპოლი” ოსიმენს ემუდარება – ნიგერიელმა გადაწყვეტილება მიიღო
ოსიმენი “განვადებით” – ნიგერიელის სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება