თსუ-ში წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა გაუქმდა

თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტში წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა მოულოდნელად გაუქმდა –  ლექტორების და სტუდენტების შეხვედრა 12:00 საათზე იყო დაანონსებული, თუმცა გუშინ გვიან ღამით უნივერსიტეტის სამდივნოდან საბჭოს წევრებმა შეტყობინება მიიღეს, რომ სხდომა გადადებულია.

საღამოს მივიღე შეტყობინება, სადაც უნივერსიტეტის სამდივნოდა იყო მოწერილი, რომ გადაიდო შეხვედრა ზეგისთვის, ანუ უკვე ხვალისთვის. მე საპასუხო წერილშივე გამოვთქვი გაკვირვება  და ვისურვე, კარგი იყო სენატის სხდომაზე მიგვეღო ერთობლივი გადადწყვეტილება  ფაკულტეტის წარმომადგენლებს და მერე ჩავრთულიყავით”, – ამბობს ლექტორი თეა ქარჩავა. 

დღეს კი წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის ნაცვლად გაერთიანების მოწანააღმდეგე ლექტორებს ჯაბა სამუშიამ განათლების  სამინისტროში  მასთან ერთად წასვლა შესთავაზა. რექტორი ლექტორებს შეხვდა, სადაც იმსჯელეს, თუ რა კითხვები ექნებოდათ თსუ-ს ლექტორებს სამინისტროს წარმომადგენლებთან.

როგორც “პირველებთან” თსუ-ს სენატის თავმჯდომარე, მამუკა მარგველაშვილი შეხვედრა სამინისტროში 17:00  საათზეა ჩანიშნული. ამის შემდეგ უკვე ხვალ კი გაიმართება დღეს გაუქმებული წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა, სადაც რექტორი თავის პოზიციას დააფიქსირებს ორი უნივერსიტეტსი გაერთიანების საკითხზე.

დღეს საღამოს 17:00 არის შეხვედრა განათლების სამინისტროში მინისტრის მოადგილესთან და ამასტან დაკავშირებით გადაიდო. თავმჯდომარეს შეუძლია სხდომა გადადოს, ანუ მე. სიტუაციიდან გამომდინარე, მე გადავწყვიტე, რომ უმჯობესი იქნებოდა სენატის წევრებთან  ხვალ შეხევდრა, განათლების სამინისტროდან როდესაც გვექნებოდა იმედი გვაქს რაღაც შეკითხვებზე პასუხები. ყველას მაგივრად მე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც დღეს არსებობს,  ნამდვილად არ არის გამართლებული ასე ხელაღებით შეერთება. მეტი განმარტება და მეტი დიალოგია საჭირო”, -ამბობს მამუკა მარგველაშვილი. 

ცნობისთვის, “ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.