თსუ-ში სტუდენტებისთვის კვების ობიექტი იხსნება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის, მეათე (მაღლივი) კორპუსში კვების ობიექტი ამოქმედება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, ობიექტის ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოები საბოლოო ეტაპზე გადავიდა. გაზაფხულის სასწავლო სემესტრის დაწყებასთან ერთად სტუდენტები ისარგებლებენ, ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კვების ობიექტით, რომელიც მათ ჯანსაღ და მრავალფეროვან საკვებს შეღავათიან ფასში შესთავაზებს.
„ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოები თსუ რექტორმა, ჯაბა სამუშიამ, კანცლერმა ლაშა საღინაძემ, რექტორის მოადგილემ კახაბერ ჭეიშვილმა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ღაღანიძემ და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დაათვალიერეს. კვების ობიექტი, ძირითადად თსუ მე-10 (მაღლივი) და მე-11 (განივი) კორპუსების, აგრეთვე, ბიბლიოთეკის სტუდენტებსა და თანამშრომლებს მოემსახურება.
მაღლივ კორპუსში კვების ობიექტზე თსუ სტუდენტებიც დასაქმდებიან. უახლოეს პერიოდში კვების ობიექტი თსუ პირველ კორპუსთანაც გაიხსნება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – ეს მოღალატეები ოკუპანტებს, ჩვენი ხალხის მწამებლებს ბოდიშს უხდიან – ჩვენი მტრებისთვის ბოდიშის მოხდას მე არ ვაპირებ, შერიგებაც მოხდება, მაგრამ ეს ორმხრივი ამბავი იქნება და არა ისე, რომ ვინმეს თავი დავუხაროთ