თსუ-ს II კორპუსთან, სადაც კობახიძე ლექციას ატარებს, აქცია მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან, სადაც პრემიერ-მინისტრი ლექციას ატარებს, აქცია მიმდინარეობს.
როგორც თსუ-ს მეორე კორპუსთან შეკრებილი სტუდენტები აცხადებენ, ირაკლი უნივერსიტეტში ცენტრალური შესასვლელიდან არ შესულა და ის ლექციაზე „შეაპარეს“.
ამასთან, თსუ-ს სტუდენტები აცხადებენ, რომ უნივესრიტეტის დაცვა მათ შენობაში არ უშვებს. მათივე განცხადებით, კობახიძის ლექციას „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები არიან შესულები.
„ამჯერადაც გამოავლინა მხდალმა კაცმა თავის სიმხდალე, შეიპარა საღაციდან. არც ვიცით საიდან აქვს ამ შენობას შესასვლელი, გარდა ერთისა. მიწისქვეშა გზით შედის რომელიღაც შენობიდან. ფაქტობრივად, არცერთი მისი სტუდენტი არ არის ლექციაზე, ყველა ვინც აქ მოვიდა, იყო ბლოკნოტებით და პასტებით აღჭურვილი მისი ახალგაზრდულის ხალხი“, – აცხადებს „ტვ პირველთან“ სტუდენტი ნიკო მანაგაძე.

ასევე დაგაინტერესებთ