თსუ-ს სოც.პოლის ფაკულტეტის სტუდენტები ოხანაშვილსა და მიქანაძეს საჯარო დისკუსიაში იწვევენ

თსუ-ს სოც.პოლის ფაკულტეტის სტუდენტები ოხანაშვილსა და მიქანაძეს საჯარო დისკუსიაში იწვევენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკური ფაკულტეტის 6-ვე მიმართულების სტუდენტები იფიცებიან.
გავრცელებულ მიმართვაში ისინი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილსა და მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძეს რუსულ კანონთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიაში იწვევენ.
ისინი უნივერსიტეტის რექტორს, ჯაბა სამუშიას მოუწოდებენ, უზრუნველყოს და დააორგანიზოს ეს შეხვედრა.
“გვინდა შეგახსენოთ, რომ გვაქვს საკმარისი ზრდილობა და კულტურა, რათა წარვმართოთ აღნიშნული საჯარო დისკუსია ჯანსაღ, კონსტრუქციულ და გამჭვირვალე გარემოში”, – ამბობენ სტუდენტები.
გარდა ამისა, მიმართავენ აკადემიურ საბჭოს, რუსულ კანონთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია გამოხატონ.
“ასევე, გვსურს შევახსენოთ თსუ-ს, რომ მისი ბიუჯეტის 75% ივსება სტუდენტების მიერ, შესაბამისად, მათ აქვთ გარკვეული პასუხისმგებლობა სტუდენტების მიმართა და მოვითხოვთ აკადემიური საბჭოსგან, დააფიქსიროს მკაფიო განცხადება, პოზიცია რუსულ კანონთან დაკავშირებით”.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ჩვენი შვილების თაობა ნარკომანიამ წალეკა – ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე, 3 თუ 4 წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა

მამუკა ხაზარაძე – როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის – სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან – ოთხ კვირაში ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება