თსუ-ს რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს დადგან მაგიდა და ხელი მოაწერინონ განცხადებას – ზურაბიშვილი

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, კამპანიაზე “ჩვენი ხმა ევროპას”, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე ღონისძიება გამართა, საუბრისას, განაცხადა, რომ თსეუ–ს რექტორი სტუდენტებს უზღუდავს უფლებას, ხელი მოაწერონ მათ განცხადებას:
“არც ის არ მესმის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, რომ გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ ამ ძალიან მარტივ განცხადებას. თუ წაიკითხეთ განცხადება, ამაზე მარტივი და ამაზე არაპოლიტიკური, იმ გაგებით, რომ, არ არსებობს და ამაზე უარს ამბობს რექტორი, რომ შიგნით არ შეიძლებაო იმიტომ, რომ ვითომც ეს არის რაღაც პოლიტიკური ღონისძიება”.