თსუ-ს პირველი კორპუსიდან მათე დევიძის სოლიდარობის მარში მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან, პატიმრობაში მყოფი მათე დევიძის სოლიდარობის მარში მიმდინარეობს.
როგორც სოლიდარობის მარშის მონაწილეები აცხადებენ, ისინი სიმბოლურად მელიქიშვილის გამზირზე შეჩერდებიან, სადაც ზუსტად ერთი წლის წინ მათე დევიძე დაიჭირეს, ხოლო საბოლოო დანიშნულების ადგილი კი რუსთაველის გამზირი იქნება.
მსვლელობის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ისინი სკანდირებენ: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.
შეგახსენებთ, რომ მათე დევიძის დაპატიმრებიდან დღეს ერთი წელი გავიდა.
20 წლის მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბრის აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დევიძე დამნაშავედ ცნო და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.