თსუ-ს მე-2 კორპუსთან სტუდენტები პრემიერ-მინისტრს საპროტესტო აქციით ხვდებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის წინ სტუდენტები იკრიბებიან. ისინი გეგმავენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ს საპროტესტო აქციით დახვდნენ, რომელმაც უნივერსიტეტი დღეს ლექცია უნდა ჩაატაროს.
სტუდენტები ე.წ. „რუსულ კანონს“ აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
ასევე, ტერიტორიიდან ოდნავ მოშორებით დგანან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც.
უნივერსიტეტის შესასვლელებს საპატრულო პოლიციისა და უნივერსიტეტის დაცვის სამსახური იცავს.
ფოტო: ipn