თსუ-ს მე-2 კორპუსთან, სადაც პრემიერ-მინისტრმა ლექცია უნდა ჩაატაროს, სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის წინ სტუდენტები პრემიერ-მინისტრს ს ელოდებიან, რომელმაც დღეს უნივერსიტეტში ლექცია უნდა ჩაატაროს.
სტუდენტები საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულ კანონს აპროტესტებენ.
ადგილზე, სტუდენტების მხარდაჭერის მიზნით, ს ძმა, ც მივიდა, რომელმაც სტუდენტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება დაგმო.
„ფიზიკური ანგარიშსწორება სტუდენტებზე ჩემთვის მიუღებელია. ესენი დღეს წარმოადგენენ თავისუფლებას, თავისუფალ აზროვნებას და მათ წინააღმდეგ ზონდერების გამოშვება არ შეიძლება. ამაღელვებელია, სიმბოლურად მოვედი დღეს აქ“, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
უნივერსიტეტის შესასვლელებს საპატრულო პოლიციისა და უნივერსიტეტის დაცვის სამსახური იცავს.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე: ადამიანი, რომელიც ჩაიდენს ისეთ მძიმე დანაშაულს, როგორიც არის სახელმწიფო ქონების მითვისება, რეალურად გამოდის, რომ ის “ქართული ოცნების” იდეალებს არასდროს არ იზიარებდა და…

თაკო ჩარკვიანი: რა ნიშანდობლივია, რომ ახლა ხაზარაძე -გახარია ერთად არიან. ჰო მართლა, არც “გახარიას მუქარის წერილი” დაგვავიწყდეს ხაზარაძემ რომ თქვა გახარია წერილით დამემუქრაო, ლონდონიდან რომ ექსპერტიზას ელოდებოდა. სად არის ის “წერილი ჩამევიდა”???