თსუ-ს ეზოში კარვები ისევ გაიშალა – სტუდენტები ღამის გათენებას აპირებენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტებმა კარვები გაშალეს. მათი ნაწილი უნივერსიტეტის 1-ელ კორპუსში აპირებს ღამის გათენებას, ნაწილი კი – ვისაც შენობაში არ უშვებენ, ეზოში გაშლილ კარვებში.
პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე, თამთა ლომიძე ამბობს, რომ დაცვა შენობაში უშვებს მხოლოდ იმათ, ვისაც ლექცია/სემინარი აქვს, ან იმათ, ვინც პროტესტის მონაწილე არ არის. ის ხაზგასმით ამბობს, რომ პროტესტი თვითორგანიზებულია და პროცესში ჩართულები არიან რიგითი სტუდენტები.
მათი მთავარი მოთხოვნა რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომაა.
“ჯაბა სამუშიას გადადგომაა ჩვენი მთავარი მოთხოვნა, ვინაიდან მან ყველა ზღვარს გადააბიჯა – რუსული ჯარივით შემოუშვა რობოკოპები თსუ-ს ეზოში, რაც არცერთ რექტორს არ გაუკეთებია. 4 დღის წინ თსუ-ს ეზოდან პოლიციამ გამოგვყარა ძალის გამოყენებით. გარდა ამისა, ჩვენ ვაპროტესტებთ გაყალბებულ არჩევნებს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” თამთა ლომიძემ.
დღეს დაპირისპირება იყო სტუდენტებსა და თსუ-ს დაცვის სამსახურს შორის. მათ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილ თავმჯდომარეს, იურისტ ნიკა სიმონიშვილს სთხოვეს საჯარო ლექციის ჩატარება პროტესტის ფორმებზე, მოქალაქეთა უფლებებზე დემონსტრაციებისა და დაკავების დროს. თუმცა, მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.
ნიკა სიმონიშვილი სტუდენტებს საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმაციას თსუ-ს ეზოში მიაწვდის.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას