თსუ-ის სტუდენტები, რომლებსაც უნივერსიტეტის კანცელარია აქვთ დაკავებული, პროტესტს აგრძელებენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილს, მეორე დღეა, დაკავებული აქვს უნივერსიტეტის კანცელარია და უნივერსიტეტის გაფიცვას ითხოვენ. სტუდენტების განცხადებით, ისინი კანცელარიიდან იქამდე არ გამოვლენ, ვიდრე უნივერსიტეტი მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.
კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტის, აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ვახუშტი მენაბდის განცხადებით, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა იყო მორატორიუმის გამოცხადება გამოსახლებაზე, ასევე, კაკო ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას გათავისუფლება, რომლებსაც სასამართლომ 25 იანვარს პატიმრობა შეუფარდა
კაკო ჩიქობავა თსუ-ის პროფესორია. გიორგი ხასაია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.

ასევე დაგაინტერესებთ