თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრს წელს 200 კურსდამთავრებული ჰყავს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამები 2023 წელს 200-მა სტუდენტმა დაამთავრა. თსუ-ის 8 პროფესიულ პროგრამაზე თბილისსა და ქუთაისში 400-მდე სტუდენტი სწავლობს, რომელთა შორის არიან სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები, რომელთაც ახალი პროფესიის დაუფლება სურთ.
2023 წელს თსუ პროფესიული განათლების ცენტრმა თბილისსა და ქუთაისში სტუდენტები მიიღო პროგრამებზე: ბუღალტრული აღრიცხვა, სკოლამდელი აღზრდა, საბაჟო საქმე, ღონისძიების ორგანიზება, საოფისე საქმე, საფინანსო სერვისები, საბიბლიოთეკო საქმე, სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა.
თსუ-ში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2007 წლიდან ხორციელდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედ ყველა პროფესიულ პროგრამას სახელმწიფო სრულად აფინანსებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მაქვს არცთუ უსაფუძვლო ვარაუდი, რომ დამოუკიდებლობის დღის ჩაშლის და სამართალდამცავების პროვოცირების მიზნით, ყველასთვის ცნობილი რადიკალური დაჯგუფებების მიერ განხორციელდეს პროვოკაციები