თსუ-ის ლექტორები: ჟურნალისტის დასჯა იმის გამო, რომ ისინი აქციაზე პროფესიულ საქმიანობას ასრულებდნენ, საშიში პრეცედენტია
5
წაკითხვა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი საგანგებო განცხადებას აქვეყნებს. ლექტორები მიიჩნევენ, რომ ჟურნალისტების პასუხისმგებლობის საკითხის დასმა მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი საპროტესტო აქციაზე პროფესიულ საქმიანობას ასრულებდნენ, საშიში პრეცედენტია.
აკადემიური წრის წარმომადგენელთა შეფასებით, მსგავსი ქმედებები საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებასა და მოქალაქეების უფლებას, ფლობდნენ ამომწურავ ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებზე.საუბარია მარიამ კუპრავაზე (“ტაბულა”), მარიამ ძიძარიასა (“ნეტგაზეთი”) და ფოტოგრაფ გიორგი თარხნიშვილზე. მათ ბრალად გზის ხელოვნურად გადაკეტვა ედებათ, რაც სასჯელის სახით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
ვინაიდან მარიამ კუპრავა თსუ-ს სტუდენტია, ლექტორები მოსამართლე თორნიკე კაპანაძეს მოუწოდებენ, მხედველობაში მიიღოს არსებული გარემოებები და შეწყვიტოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოება.
“მიმართვა/შუამდგომლობათბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ბატონ თორნიკე კაპანაძესივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების და მთლიანად ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები ყურადღებით ვადევნებთ თვალს იმ საქმეებს, რომლებიც ბოლო პერიოდში ჟურნალისტების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კუთხით განიხილება და დაკავშირებულია საპროტესტო აქციების გაშუქებასთან.მიგვაჩნია, რომ დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების შესაძლებლობა, თავისუფლად და შეუფერხებლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა. საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მოვლენების, მათ შორის საპროტესტო აქციების, გაშუქება წარმოადგენს ჟურნალისტური საქმიანობის განუყოფელ ნაწილს და ასეთ ვითარებაში ადგილზე მყოფი ჟურნალისტები ასრულებენ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელოვან ფუნქციას.ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტები არ წარმოადგენენ აქციის მონაწილეებს, ან სხვა აქტორებს. მათი საქმიანობა ემსახურება საზოგადოების ინფორმირების უფლებას და სწორედ ამ ფუნქციის განხორციელების მიზნით იმყოფებიან ისინი მოვლენების ეპიცენტრში. ჟურნალისტის საქმიანობისთვის დამახასიათებელი ატრიბუტები — შესაბამისი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, პროფესიული ტექნიკის გამოყენება — კიდევ უფრო მკაფიოდ უსვამს ხაზს მათ პროფესიულ როლს ასეთ გარემოში.ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქმე, რომელიც ეხება ჩვენს სტუდენტს, ჟურნალისტ მარიამ კუპრავას, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებში ედავებიან გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას მაშინ, როდესაც ის ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა და საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მოვლენას აშუქებდა.მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტის დასჯა მხოლოდ იმ გარემოების გამო, რომ ის პროფესიული მოვალეობის შესრულებისას იმყოფებოდა აქციის ადგილზე, ქმნის საშიშ პრეცედენტს და შეიძლება უარყოფითად აისახოს როგორც მედიის თავისუფლებაზე, ასევე საზოგადოების უფლებაზე, მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია.ამასთანავე, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მსგავს საქმეებში ფიგურირებენ სხვა ჟურნალისტებიც — მათ შორის, ფოტოგრაფი გიორგი თარხნიშვილი და ჟურნალისტი მარიამ ძიძარია, რომელთა მიმართაც ასევე მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება.სწორედ ამიტომ, როგორც მომავალი ჟურნალისტების განათლებასა და პროფესიულ განვითარებაზე პასუხისმგებელი აკადემიური საზოგადოება, მივმართავთ სასამართლოს პატივისცემით და ვთხოვთ, გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს ჟურნალისტური საქმიანობის სპეციფიკა, მედიის თავისუფლების მნიშვნელობა და ის გარემოება, რომ მარიამ კუპრავა იმყოფებოდა ადგილზე პროფესიული მოვალეობის შესრულების მიზნით.გვჯერა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული კეთილსინდისიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ მსგავსი გარემოებები არ იქცეს ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვის საფუძვლად.ამ გარემოებებიდან გამომდინარე, გთხოვთ, შეწყვიტოთ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მარიამ კუპრავას საქმეზე”, — აღნიშნულია ლექტორების მიმართვაში.
განცხადებას უერთდებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები:
ნათია კუპრაშვილი, ასოცირებული პროფესორი — ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება; თინათინ მაჭარაშვილი, ასოცირებული პროფესორი — ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება; თამარ ბელქანია, ასისტენტ პროფესორი — ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება; ნანული ტალახაძე, ასოცირებული პროფესორი — ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება; მანანა შამილიშვილი, პროფესორი — ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება; მაია ტორაძე, ასოცირებული პროფესორი — ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება; მარი წერეთელი, ასოცირებული პროფესორი — ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება; ნინო ჭალაგანიძე, ასოცირებული პროფესორი — ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებანათია რაჭველიშვილი, მოწვეული პედაგოგი — ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება; მარიამ გერსამია, პროფესორი — ინტერდისციპლინური მიმართულება; მაგდა მემანიშვილი, მოწვეული პედაგოგი — ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება; ნათია სვანიძე, ასოცირებული პროფესორი — ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება; მამუკა ანდღულაძე, მოწვეული ლექტორი — ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება; ლიანა მარქარიანი, მოწვეული ლექტორი, მულტიმედია ცენტრის უფროსი სპეციალისტი —ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება; თათია მჟავანაძე, ასისტენტ-პროფესორი — ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება; მარინა სალუქვაძე, მულტიმედია ცენტრის დირექტორი — სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;ხათუნა მაისაშვილი, ასოცირებული პროფესორი — ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება; მერაბ მეტრეველი, მოწვეული ლექტორი — ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება; ნოდარ ბელქანია, პროფესორი— ინტერდისციპლინური მიმართულება; სალომე დუნდუა, ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი,პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება; კორნელი კაკაჩია, პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება; ზვიად აბაშიძე, ასოცირებული პროფესორი — პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება; მარინა მუსხელიშვილი, პროფესორი, ინტერდისციპლინური მიმართულება; ნათია ფარცხალაძე, ასოცირებული პროფესორი, სოციალური მუშაობის მიმართულება; თამარ ვეფხვაძე, ასოცირებული პროფესორი, ინტერდისციპლინური მიმართულება; ლია წულაძე, ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიის მიმართულება; ია იაშვილი, ასოცირებული პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება; ზურაბ დავითაშვილი, პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება; ალექსანდრე კუხიანიძე, პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება; თამარ ქარაია, ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება; ლადო ნაფეტვარიძე — ასისტენტ პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება; შუბითიძე, ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება; რევაზ ჯორბენაძე — პროფესორი, ინტერდისციპლინური მიმართულება; ნინო პავლიაშვილი – ასოცირებული პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება; სანდრო ტაბატაძე, ასისტენტ-პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება; თორნიკე თურმანიძე, პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება; ამირან ბერძენიშვილი, პროფესორი, სოციოლოგიის მიმართულება.
კომენტარები
გადახედვა
ირაკლი კობახიძე: საქართველოს შეუძლია ეუთოს წევრ ბევრ ქვეყანას იქით ასწავლოს დემოკრატია
16 წუთის წინ
ირაკლი კობახიძე: საქართველოს შეუძლია ეუთოს წევრ ბევრ ქვეყანას იქით ასწავლოს დემოკრატია
გადახედვა
თსუ-ის ლექტორები: ჟურნალისტის დასჯა იმის გამო, რომ ისინი აქციაზე პროფესიულ საქმიანობას ასრულებდნენ, საშიში პრეცედენტია
25 წუთის წინ
თსუ-ის ლექტორები: ჟურნალისტის დასჯა იმის გამო, რომ ისინი აქციაზე პროფესიულ საქმიანობას ასრულებდნენ, საშიში პრეცედენტია
პროკრედიტის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ინიციატივებმა EBA 4 Women Signature ფორუმზე განსაკუთრებული ჯილდო მოიპოვა
27 წუთის წინ
პროკრედიტის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ინიციატივებმა EBA 4 Women Signature ფორუმზე განსაკუთრებული ჯილდო მოიპოვა
გადახედვა
ინტერნეტი კვლავ ტიმოთი შალამეზე ხორხოცებს — ნახეთ 10 ფოტო
52 წუთის წინ
ინტერნეტი კვლავ ტიმოთი შალამეზე ხორხოცებს — ნახეთ 10 ფოტო
გადახედვა
რობოტი ჯარისკაცის ნაცვლად: უკრაინის ომში ჰუმანოიდ ჯარისკაცებს ტესტავენ
ერთი საათის წინ
რობოტი ჯარისკაცის ნაცვლად: უკრაინის ომში ჰუმანოიდ ჯარისკაცებს ტესტავენ
გადახედვა
შესაძლოა, მეცნიერებმა მთვარის ძლიერი მაგნეტიზმის საიდუმლო ამოხსნეს
2 საათის წინ
შესაძლოა, მეცნიერებმა მთვარის ძლიერი მაგნეტიზმის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
ალექსანდრე დარახველიძის თქმით, “მოსკოვის მექანიზმის” წარმომადგენლებმა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების “ძალადობრივი ხასიათი” აღიარეს
2 საათის წინ
ალექსანდრე დარახველიძის თქმით, “მოსკოვის მექანიზმის” წარმომადგენლებმა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების “ძალადობრივი ხასიათი” აღიარეს
გადახედვა
პლასტმასის ბოთლების აკრძალვა ნიშნავს გაზრდილ ფასს საბოლოო პროდუქტებზე — ზურა ჯაფარიძე პლასტმასის ბოთლების აკრძალვაზე
2 საათის წინ
პლასტმასის ბოთლების აკრძალვა ნიშნავს გაზრდილ ფასს საბოლოო პროდუქტებზე — ზურა ჯაფარიძე პლასტმასის ბოთლების აკრძალვაზე
გადახედვა
მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ანგარიში ქართულ რაგბიში მძიმე დარღვევებს აღწერს
2 საათის წინ
მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს ანგარიში ქართულ რაგბიში მძიმე დარღვევებს აღწერს
გადახედვა
Metallica-ს ჯეიმს ჰეტფილდმა შეყვარებულს ხელი წყალქვეშ სთხოვა
3 საათის წინ
Metallica-ს ჯეიმს ჰეტფილდმა შეყვარებულს ხელი წყალქვეშ სთხოვა
გადახედვა
ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ პლასტმასის ბოთლების აკრძალვის პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს და “ეშინია, ფასები არ გაიქცეს”
3 საათის წინ
ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ პლასტმასის ბოთლების აკრძალვის პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს და “ეშინია, ფასები არ გაიქცეს”
გადახედვა
“დედაჩემი 17 წლის იყო, საქართველოდან საბერძნეთში რომ ჩამოვიდა” — ევროვიზიის ბერძენი მონაწილე
4 საათის წინ
“დედაჩემი 17 წლის იყო, საქართველოდან საბერძნეთში რომ ჩამოვიდა” — ევროვიზიის ბერძენი მონაწილე
გადახედვა
“მთლიანი დოკუმენტი არის ცილისწამება” — შალვა პაპუაშვილი “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშზე
5 საათის წინ
“მთლიანი დოკუმენტი არის ცილისწამება” — შალვა პაპუაშვილი “მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშზე
გადახედვა
ჭიათურელი მაღაროელები ირაკლი კობახიძეს და მარიამ ქვრივიშვილს საჯარო დებატებში იწვევენ
5 საათის წინ
ჭიათურელი მაღაროელები ირაკლი კობახიძეს და მარიამ ქვრივიშვილს საჯარო დებატებში იწვევენ
გადახედვა
რუსეთი 2036 წლისთვის ვენერაზე მისიის გაშვებას გეგმავს
5 საათის წინ
რუსეთი 2036 წლისთვის ვენერაზე მისიის გაშვებას გეგმავს
5 მითი ინგლისურის სწავლაზე, რომელიც დროსა და ფულს გაკარგვინებთ
5 საათის წინ
5 მითი ინგლისურის სწავლაზე, რომელიც დროსა და ფულს გაკარგვინებთ
გადახედვა
“თავისუფლება პალესტინას” და “გააძევეთ ICE” — წლევანდელი ოსკარის პოლიტიკური შინაარსი
6 საათის წინ
“თავისუფლება პალესტინას” და “გააძევეთ ICE” — წლევანდელი ოსკარის პოლიტიკური შინაარსი
როგორ დავიმახსოვროთ ინგლისური სიტყვები ერთხელ და სამუდამოდ?
6 საათის წინ
როგორ დავიმახსოვროთ ინგლისური სიტყვები ერთხელ და სამუდამოდ?
გადახედვა
“ჰააგის ტრიბუნალის მღელვარე ტალღებში მოტივტივე ქოცების მაშველი რგოლი” — ოპოზიცია “ლელო” წინადადებაზე, “ოცნებასთან” დიალოგის შესახებ, უარს ამბობს
6 საათის წინ
“ჰააგის ტრიბუნალის მღელვარე ტალღებში მოტივტივე ქოცების მაშველი რგოლი” — ოპოზიცია “ლელო” წინადადებაზე, “ოცნებასთან” დიალოგის შესახებ, უარს ამბობს
გადახედვა
მათ [ლელოს] ჩვენთან ან ჩვენ მათთან არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს — შალვა პაპუაშვილი ლელოს ინიციატივაზე
6 საათის წინ
მათ [ლელოს] ჩვენთან ან ჩვენ მათთან არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს — შალვა პაპუაშვილი ლელოს ინიციატივაზე
გადახედვა
შსს: მარნეულში 2005 წელს დაბადებული დედა დააკავეს, რომელიც არასრულწლოვან შვილებზე სისტემატურად ძალადობდა
6 საათის წინ
შსს: მარნეულში 2005 წელს დაბადებული დედა დააკავეს, რომელიც არასრულწლოვან შვილებზე სისტემატურად ძალადობდა
კვირის ტოპ-5
ტაბახმელაში 50 წლამდე ასაკის ქალი, სავარაუდოდ, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს1262 ნახვა
BBC: საქართველოს რაგბის ნაკრების ექვსი მოთამაშე და გუნდის კიდევ წევრი 1 ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის დაასანქცირეს1080 ნახვა
OC Media: როგორ გახსნა მიუნხენის უნივერსიტეტთან პარტნიორობით მოქმედმა ქუთაისის უნივერსიტეტმა საქართველოში ნაცისტური იდეოლოგიის კვლევითი ცენტრი274 ნახვა
ირაკლი კობახიძე: 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად გაზრდილი აქციზის ტარიფი დაწესდება262 ნახვა
რა წერია მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში? — საიას მიმოხილვა243 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
პოლიტიკა
ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს 10-წლიანი პატიმრობა და ქონების ჩამორთმევა მიესაჯა
ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს 10-წლიანი პატიმრობა და ქონების ჩამორთმევა მიესაჯა
გადახედვა
მოდა და სტილი
ნახეთ: რა ეცვათ ვარსკვლავებს 2026 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე
ნახეთ: რა ეცვათ ვარსკვლავებს 2026 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე
გადახედვა
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, მისი მეუღლე თამარ ბაგრატიონი, მელანია ტრამპის მიწვევით, გლობალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, მისი მეუღლე თამარ ბაგრატიონი, მელანია ტრამპის მიწვევით, გლობალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
გადახედვა
პოლიტიკა
ძლიერი საქართველო ლელო: აუცილებელია დაიწყოს მოლაპარაკებები “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციურ პარტიებს შორის
ძლიერი საქართველო ლელო: აუცილებელია დაიწყოს მოლაპარაკებები “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციურ პარტიებს შორის
გადახედვა
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: “ვიზიტიდან 2 დღეში მოამზადეს 90-გვერდიანი ანგარიში, რაც ბადებდა ეჭვს, რომ იყო წინასწარ მომზადებული ანგარიში”
მაკა ბოჭორიშვილი: “ვიზიტიდან 2 დღეში მოამზადეს 90-გვერდიანი ანგარიში, რაც ბადებდა ეჭვს, რომ იყო წინასწარ მომზადებული ანგარიში”
გადახედვა
პოლიტიკა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოზე იმსჯელებენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოზე იმსჯელებენ
გადახედვა
ცნობილი ადამიანები
ოსკარი 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია — ნახეთ სია
ოსკარი 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია — ნახეთ სია
ტექნოლოგიები
შემდეგი პოდკასტი: როგორ ცვლის ტექნოლოგიები სამხედრო კონფლიქტებს
შემდეგი პოდკასტი: როგორ ცვლის ტექნოლოგიები სამხედრო კონფლიქტებს
გადახედვა
კინო
რომელი ფილმი მიიღებს წელს ოსკარს — ჩვენი მკითხველის პროგნოზი
რომელი ფილმი მიიღებს წელს ოსკარს — ჩვენი მკითხველის პროგნოზი
გადახედვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: “ეუთოს ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული. ყველამ ვიცით, რომ დასკვნა წინასწარ იყო დაწერილი”
ირაკლი კობახიძე: “ეუთოს ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული. ყველამ ვიცით, რომ დასკვნა წინასწარ იყო დაწერილი”
ახლა კითხულობენ
გადახედვა
საია: “დროებით გადავდივართ კრიზისულ სამუშაო რეჟიმზე და სამართლებრივ დახმარებას მხოლოდ სტრატეგიული მიმართულებით განვაგრძობთ”
14 მარტი, 10:53
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, “ადამიანის უფლებების უმძიმესი მდგომარეობის პირობებში”…
ტესტი: რამდენად კარგად იცნობ სამხედრო ტექნოლოგიების ისტორიას
ქეითი პერი ქეთი პერის წინააღმდეგ — დიზაინერმა მომღერალს სასამართლო დავა მოუგო
Netflix-მა ჰიტად ქცეული ანიმაციის, KPop Demon Hunters-ის სიქველი დააანონსა
განჯინა — ბებიის ინსპირაციით შექმნილი ბიზნესი



