თსუ და სტუ აღარ გაერთიანდება –

მოკლედ
· ქართული ოცნების მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ამბობს, რომ ორი სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება.
· მიუხედავად გაერთიანების გადაწყვეტილების უკან წაღებისა, ტექნიკურ უნივერსიტეტში მხოლოდ ტექნიკური პროფილის მქონე სპეციალობები დარჩება და ახალ სტუდენტებს ამ მიმართულებებზე უნივერსიტეტი აღარ მიიღებს, არსებული პროგრამები მომდევნო ორი წლის განმავლობაში კი მილევად რეჟიმში გადავა.
“ეს არის ის საერთო გადაწყვეტილება, რაზეც შევჯერდით” – თქვა კობახიძემ 9 თებერვალს გამართულ ბრიგინგზე და მადლობა გადაუხადა ტექნიკური უნივერისტეტის წარმომადგენლებს, რომლებთანაც დღეს ჰქონდა შეხვედრა.
“ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება. გარდა ამისა, ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი პრინციპის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად. შესაბამისად, ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა სტუშ-ში. ასევე, სტუ-ში მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 90-იან წლებამდე არ შედიოდა სტუ-ს სასწავლო პროგრამაში. შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არ მქონდე სასწავლო პროგრამები მომდევნო 2 წლის განმავლობაში სტუ-ში დარჩება მილევად რეჟიმში“, – თქვა კობახიძემ. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან “ჯანსაღი დისკუსია” გაიმართა.”
განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ კი განმარტა, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცდება არსებული კადრების შენარჩუნებას, მიუხედავად არაერთი სპეციალობის გაუქმებისა. კონკრეტული დეტალები, გაუქმებული სპეციალობების სწავლებაში ჩართული ლექტორები როგორ შეინარჩუნებენ სამსახურს, მინისტრებს არ უთქვამს.
ტექნიკურ უნივერსიტეტს სულ 11 ფაკულტეტი აქვს, მათგან 9 ტექნიკური პროფილისაა – ცვლილებების შემდეგ სავარაუდოდ გაუქმდება სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და ასევე სამართალისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.

ასევე დაგაინტერესებთ