“თსუ-დან ჩემი ორი ლექტორი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს” – ირაკლი კუპრაძე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ორი ლექტორი, ირა ხერხეულიძე და გიორგი ცერცვაძე პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს – ამის შესახებ ინფორმაციას ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ჩემი ორი ლექტორი, ირა ხერხეულიძე და გიორგი ცერცვაძე გაათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ორივე უზომოდ კომპეტენტური და კეთილსინდისიერი, როგორც პედაგოგი და როგორც მოქალაქე. გამხნევება და ლოყების ხოკვა არც ერთს სჭირდება, ორივე იპოვის თავის გზას. უნივერსიტეტში “კაპიკებზე” სწავლება მხოლოდ ღირსების საკითხია და არა შემოსავალი ასეთი პროფესიონალებისთვის. ფაქტია უბრალოდ მძიმე და დანაშაულებრივი. უნივერსიტეტი მერამდენედ მოკლეს?!” – წერს ირაკლი კუპრაძე

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…