ამერიკაში, ცინცინატის 1000 ქულიანი ტურნირის 1/16 ეტაპზე, რეიტინგის ლიდერი არინა საბალენკა 30-ე ნომერ ემა რადუკანუს დაუპირისპირდა 3.10 საათიან ბრძოლაში 7:6 4:6 7:6 გაიმარჯვა.
პირველ სეტში შესრულებული 2-2 ბრეიკის შემდეგ, ტაი-ბრეიკზე საბალენკამ 7:3 იმარჯვა და დაწინაურდა.
მე-2 სეტის მე-7 გეიმში მეტოქის ჩაწოდების მოგებით რადუკანუმ ჩამორჩენა აღმოფხვრა.
ტაი-ბრეიკზე კი საბალენკამ 7:5 მოიგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც ესპანელ ჯესიკა მანეიროს ხვალ, თბილისის დროით 19:00 საათზე ეთამაშება.
ბოლოს ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს ავსტრალიის ღია პირველობის საწყის ეტაპზე შეხვდნენ და არინამ 6:3 7:5 გაიმარჯვა.
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე – ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
ქალთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტები გამოვლინდნენ
არინა საბალენკა ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულია
ლუკაშენკომ საბალენკას გამარჯვება არყით ნათქვამი სადღეგრძელოთი მიულოცა [VIDEO]
18 წლის ბრიტანელმა ჩოგბურთის ისტორია შეცვალა
