მეორე ბუნდესლიგის მე-19 ტურში „კარლსრუემ“ გასვლაზე „ჰამბურგი“ 4:3 დაამარცხა.
„ჰამბურგი“ ჩემპიონატზე მესამე ადგილზე იმყოფებოდა, მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია და სტადიონი პირთამდე გაივსო.
დებიუტში სტუმრები დუბლით 20 წლის ხორვატმა თავდამსხმელმა იგორ მატანოვიჩმა დააწინაურა, მაგრამ მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს და პირველი ტაიმი 2:2 დასრულდა. შესვენების შემდეგ ბუდუ ზივზივაძემ, რომელიც ისევ სასტარტოში იყო, „კარლსრუე“ წინ გაიყვანა. მან მიმდინარე ტურნირზე მეექვსე გოლი გაიტანა. „ჰამბურგმა“ კვლავ აღადგინა თანაფარდობა, თუმცა 81-ე წუთზე მარვინ ვანიტცეკმა დალაშქრა HSV-ს კარი და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.
ზივზივაძემ 84-ე წუთზე შეცვალეს და
მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა დადებითად შეაფასეს: whoscored 8.1, flashscore 7.4, sofascore 7.3.
“კარლსრუემ” ჩემპიონატზე ბოლო 7 მატჩიდან 4 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 27 ქულით მერვე პოზიციაზეა და 2 თებერვალს „ვეენს“ უმასპინძლებს. ერთი სიტყვით, ბუდუს გუნდმა თუ ასე გააგრძელა თამაში, არაა გამორიცხული, პირველ ბუნდესლიგაში გადასვლაზეც განაცხადოს პრეტენზია.
ჰამბურგი – კარლსრუე 3:4
გოლები: 0:1 მატანოვიჩი (3), 2:0 მატანოვიჩი (5), 2:1 ჯატა (33), 2:2 ბენეში (35), 2:3 ზივზივაძე (46), 3:3 გლატცელი (62), 3:4 ვანიტცეკი (81)