თოფურია VS ცარუკიანი – ერთი პირობით!

სხცადასხვა MMA მედიის მიხედვით, UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია მსუბუქი წონის რეიტინგის პირველ ნომერ არმან ცარუკიანთან ბრძოლის ვარიანტს განიხილავს.
როგორც წყაროები აღნიშნავენ, “ლეგენდა” მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება სომეხ სპორტსმენთან ჩხუბს, თუ ეს სატიტულო მატჩი იქნება. ეს დაპირისპირება იმ შემთხვევაში შეიძლება შედგეს, თუ ქამრის მფლობელი ისლამ მახაჩევი წონას შეიცვლის.
ამჟამად, მსუბუქი წონის ჩემპიონი სწორედ დაღესტნელი მებრძოლია, რომელსაც ტიტულის დაცვა ჯასტინ გეიჯისთან სურს. თოფურიამ კი განაცხადა, რომ ორგანიზაცია ქამარზე ბრძოლას შეჰპირდა და ამიტომ დატოვა ქვემსუბუქი წონითი დივიზიონი.
თუ მახაჩევი ზედა წონაში არ
ავა და მსუბუქში დარჩება, ილიას ორი რეალური ვარიანტი აქვს: ან ტიტულზე ისლამთან ჩხუბი ან დროებით ქამარზე ჩარლზ ოლივეირასთან მატჩის ჩატარება. სხვა შესაძლებლობებს ქართველი მებრძოლი არ განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში