“თოფურია ჯუჯაა” – პიმბლეტი “მატადორთან” ბრძოლას ითხოვს

UFC-ის მებრძოლს, პედი პიმბლეტს, ილია თოფურიასთან ჩხუბი სურს, ამის შესახებ მან Round 8 Boxing-თან ინტერვიუში ისაუბრა.
“თოფურიასთან ჩხუბი ძალიან მსურს, უბრალოდ მომეცით საშუალება, რომ ყველას დავუმტკიცო ვინ უფრო ძლიერია. თოფურია ჯუჯაა. მას წონითი კატეგორია არ უნდა შეეცვალა, რადგან მსუბუქ წონაში გაუჭირდება. ის, რომ ქვემსუბუქი წონა დატოვა, მის კარიერაზე ცუდად აისახება.
სატიტულო ბრძოლა? საერთოდ არ მაინტერესებს, უბრალოდ მინდა თოფურიასთან ვიჩხუბო. ილია ფიქრობს, რომ საუკეთესოა, ნება მომეცით, რომ საპირისპირო დავუმტკიცო.
იცით, რას აკეთებს? კონორ მაკგრეგორს ბაძავს. ზურგზე მაკგრეგორის მსგავსი ტატუ გაიკეთა, უბრალოდ
შეწყვიტე კონორად ყოფნა და შენი თავი იყავი”, – მიმართა პიმბლეტმა თოფურიას.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ UFC-ის პრეზიდენტმა დეინა უაითმა დაადასტურა, რომ ილიამ ქვემსუბუქიდან მსუბუქ წონაში გადაინაცვლა და საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა. “მატადორის” მომდევნო მეტოქის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში