თოფურია: ჩაიცვი წითელი ტრუსი, ეტყოდა მაკგრეგორი მეუღლეს ჩემთან ბრძოლის შემდეგ

ქართველ “მატადორს” ილია თოფურიას კონორ მაკგრეგორთან შებრძოლება უნდა, – იტყობინება MMAFightingonSBN-ის “იუთუბის” არხი.
“UFC-სთან ახალი კონტრაქტით კმაყოფილი ვარ. ჩვენ ესპანეთში ტურნირის ჩატარების საკითხი განვიხილეთ. ეს 2024 წელს უნდა მოხდეს. წლის ბოლოსთვის, მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუს” სტადიონზე.
კონორ მაკგრეგორი – ესაა ბრძოლა, რომელიც მინდა. ორი ბიჭი ევროპიდან. ეს მთელი კონტინენტის გრანდიოზული მოვლენა იქნებოდა, რომელსაც თვით “რეალის” ფეხბურთელები დაესწრებოდნენ.
კონორი სახლში დაბრუნდებოდა და მეუღლეს ეტყოდა: “პატარავ, ჩაიცვი წითელი ტრუსი. თოფურიამ ჩვენ მდიდრები გაგვხადა”, – განაცხადა თოფურიამ.