თოფურიამ ჰოლოვეი დაამარცხა და პირველად დაიცვა ჩემპიონის ქამარი

26 ოქტომბერს, აბუ დაბიში UFC 308-ზე, ქვემსუბუქი წონის (66 კგ) საჩემპიონო ორთაბრძოლა, ილია თოფურიასა (15-0) და მაქს ჰოლოვეის (26-7) შორის გაიმართა.
დაპირისპირებაში გამარჯვება ქართველმა “მატადორმა” ბრუტალური ნოკაუტით მოიპოვა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ორთაბრძოლა დაძაბული გამოდგა, ჰავაელი ჰოლოვეი ფეხით ილიას ფეხებს უტევდა, საპასუხოდ კი ჩვენებურმა ტრადიციულ კრივთან ერთად ჯიუ-ჯიცუც შემოგვთავაზა. პირველ და მეორე რაუნდში დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მესამე რაუნდში კი ილიამ მაქსის შეცდომა გამოიყენო, დისტანცია სწორად დაფარა, რამდენიმე მძიმე დარტყმა და “დალოცვილი” პირველად ოქტაგონზე უგონოდ დაეცა, ქართველმა კი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში
პირველად დაიცვა საჩემპიონო ქამარი.
ბრძოლის დასრულების შემდეგ ოქტაგონზე ყველა დროის საუკეთესო ქვემსუბუქწონოსანი და ჩვენთვის კარგად ნაცნობი ალექსანდრ ვოლკანოვსკი შევიდა, ილიას გამარჯვება მიულოცა, “მატადორმა” კი მომავალში აუცილებელი რემატჩის შესახებ აცნობა.
ილია თოფურიამ ლეგენდარული ვოლკანოვსკის შემდეგ ჰოლოვეის ბარიერიც ბრუტალური ნოკაუტით დაძლია, მომავალ ბრძოლას “მატადორი” სავარაუდოდ მადრიდში გამართავს, რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, დიდი ალბათობით ეს ბრაზილიელი დიეგო ლოპესი იქნება.
სპეციალურად საიტისთვის მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა