· 97
·
·
თითქმის ყველაფერი იმ ძველი პრობლემებიდან რაც წინასაარჩევნო ციკლებში გვინახავს, კვლავ ადგილზე რჩება. ესაა – ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, ამომრჩეველთა დაშინება, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე, ქართულ არჩევნებში ეს ყველაფერი დიდი ხნის პრობლემაა. ამას თან ერთვის შეშფოთების ახალი მიზეზები – ეს არჩევნები უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის კონტექსტში მიმდინარეობს. ეს არის კანონი, რომელიც ქართული სამოქალაქო საზოგადოების თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია.
სამწუხაროდ საქართველო მივიდა იმ მომენტამდე, როცა წაგება, არჩევანი უბრალოდ არ არის. ძირითადად ისე ხდება, რომ დამარცხების შემდეგ ან იდევნები ან ციხეში გსვამენ. ეს არ არის მარტივი გზა, განსაკუთრებით ისეთი ადამიანისთვის, როგორიც ბიძინა ივანიშვილია. თუ ის დამარცხდება, სავარაუდოდ, ის შიშობს და შეიძლება ამაში არ ცდებოდეს, რომ რაიმე სახით დაისჯება, ქვეყნის დატოვება მოუწევს, შესაძლოა სისხლის სამართლის ბრალდებაც კი წაუყენონ. სხვა ქვეყნებში მინახავს, რომ ხალხი ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს, რადგან მარცხი მათთვის არჩევანი არ არის. ასევე, ქართული ოცნების რიტორიკა აჩენს განცდას, რომ მარცხი მათთვის მიუღებელია. ამ რიტორიკით ისინი ქმნიან საბაბს როგორ უარყონ არჩევნების შედეგები. არ ვამბობ, რომ ისინი არჩევნებში აუცილებლად დამარცხდებიან, მე ვამბობ, რომ თუ ისინი წააგებენ, ამ მოცემულობისთვის შექმნეს საფუძველი იმის საბაბად თუ როგორ თქვან უარი შედეგებზე ისე, როგორც ეს მაგალითად ვენესუელაში მოხდა. იმედი მაქვს ვცდები.