საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია დეველოპერული კომპანია “არქის” ყველაზე მასშტაბური პროექტის, “გრანდ ავენიუს” ინვესტორი გახდა.
“არქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა და გვჯერა, რომ დიდ წარმატებას მივაღწევთ ერთად!” – აცხადებს კომპანია.
ეროვნული ნაკრების კაპიტანი კი ამბობს, რომ “არქი” არის კომპანია, რომელიც სანდოობას, ხარისხს და გრძელვადიან ხედვას აერთიანებს.
“კალათბურთში ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს იმის სწავლა, თუ როგორ უნდა ვმართოთ ემოციები, რისკები, დრო და, ჩემი აზრით, ბიზნესშიც იგივე პრინციპებია.
მოგეხსენებათ, რომ ფინანსები სპორტის განუყოფელი ნაწილია. ფინანსებში კი დივერსიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი ყველაზე მყარი და რეალური მიმართულება კი უძრავი ქონებაა. უძრავი ქონებაში კი, ამ განხრით, ჩემს გვერდით ვერ წარმოგიდგენია იმაზე მაგარი გუნდი, როგორიც არის “არქი”. ეს არის კომპანია, რომელიც სანდოობას, ხარისხს და გრძელვადიან ხედვას აერთიანებს.
ჩემთვის გრანდ ავენიუში გაკეთებული ინვესტიცია მასშტაბურად არის ყველაზე დიდი ინვესტიცია, რაც ცალსახად მეტყველებს იმაზე, თუ ამხელა ნდობა გამაჩნია ამ კომპანიის მიმართ. გრანდ ავენიუს რაც შეეხება, ეს იქნება ახალი ცენტრი თბილისში. ეს არის პროექტი, რომელიც ნათელი მაგალითია იმისა თუ როგორი უნდა იყოს თანამედროვე და ხარისხიანი საცხოვრებელი გარემო გაერთიანებული ერთ პროექტში”, – განაცხადა თორნიკე შენგელიამ.
დეველოპერულმა კომპანიამ მასშტაბური პროექტი „გრანდ ავენიუ“ საზოგადოებას 20 სექტემბერს წარუდგინა. ეს “არქის” ახალი, ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც დადიანის ქუჩაზე, დინამოს სტადიონთან ახლოს „ქალაქი ქალაქში“ კონცეფციით შენდება. ბინა გრანდ ავენიუზე, ქალაქის ახალ ცენტრში, კომპანიისთვის ყველაზე მოთხოვნად პროექტად იქცა და 5 საათში 644 გაყიდული ბინა გაიყიდა, რაც “არქისთვის” ახალი რეკორდია.
გრანდ ავენიუს პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მიწისქვეშა გვირაბის მშენებლობა, რომელიც კომპლექსს წერეთლის გამზირთან დააკავშირებს. უმაღლესი დონის საცხოვრებელ და საოფისე სივრცეებთან ერთად, მოეწყობა უნიკალური ინფრასტრუქტურა:
75% გამწვანება და რეკრეაცია; საერთო სამუშაო სივრცეები; ღია და დახურული აუზები, სპა; პადელ-ცენტრი; მუზეუმი; 2500 კვ.მ სპორტ დარბაზი; გასტრონომიული ჰაბი – კაფეები, რესტორნები და საკვები ობიექტები; სპორტული მოედნები – ჩოგბურთის კორტები, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები; ველობილიკები; საბავშვო სივრცეები; სკოლა; საბავშვო ბაღი; ბავშვთა გასართობი ცენტრი; ბოულინგ კლუბი; რამდენიმე დონიანი პარკინგი.
გრანდ ავენიუ არქისგან მსოფლიოში ცნობილმა არქიტექტორმა – ვეი იაპ ოიმ, ლანდშაფტის დიზაინერმა – ბობ ერლმა და Chapman Taylor-ის გენგეგმარების არქიტექტორებმა – იან დაიკემამ და ალვარო ალონსო მარტინესმა დააპროექტეს. კომპანიის ინფორმაციით, მშენებლობისას გამოყენებულია საერთაშორისო სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები.




