თორნიკე შენგელია: თქვენმა თავდადებამ მსოფლიოს ქართული სული აჩვენა

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჩვენი კალათბურთელთა ეროვნული გუნდის კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ თავისი “ფეისბუქის” გვერდით მიულოცა:
“ვულოცავ, ჩვენი საქართველოს ფეხბურთის გუნდს,ევროპის ღირსშესანიშნავ კვალიფიკაციას!
თქვენმა შრომამ, თავდადებამ და გამორჩეულმა გუნდურმა მუშაობამ, რასაც ათობით წელია საფუძველი ეყრება, შედეგი გამოიღო და კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს ქართული სული!
მივესალმები თქვენს მიღწევას და გისურვებთ ბევრ მომავალ წარმატებას, რათა კვლავ მრავალჯერ წარადგინოთ ჩვენი სამშობლო ევროპულ ასპარეზზე!”

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში