თორნიკე შენგელიას “ვირტუს ბოლონიამ” “ოლიმპია მილანო” დაამარცხა

ევროლიგის მერვე ტურში თორნიკე შენგელიას “ვირტუს ბოლონიამ” “ოლიმპია მილანოს” უმასპინძლა და მატჩი 7 ქულით – 86:79 მოიგო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 28 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი დააგროვა.
ვირტუს ბოლონია მომდევნო ტურში, 17 ნოემბერს, საბერძნეთში პანათინაიკოსს ესტუმრება. იტალიური გუნდი 7 მოგებითა და 1 მარცხით ევროლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი