თორნიკე შენგელიას “ვირტუს ბოლონია” ევროლიგაში უფრო წარმატებულად ასპარეზობს, ვიდრე იტალიის სერია A-ში. ბოლონიელებმა შიდა ჩემპიონატში მორიგი მატჩი წააგეს. ლუკა ბანკის გუნდი მე-15 ტურში სტუმრად “რეჯანას” ხვდებოდა და შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში – 66:72 დათმო. ეს გახლდათ ბოლონიელთა მე-5 მარცხი საშინაო ჩემპიონატში.
შენგელიამ 16 წუთი ითამაშა და 7 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 5-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი არაზუსტი ჰქონდა.
GBF.GE