თორნიკე შარაშენიძე – თუ უკრაინაში ომი თუნდაც კორეული სცენარით დასრულდება, სიტუაცია რეგიონში და ჩვენთვის ძალიან ცუდად იცვლება

თუ ში ომი თუნდაც კორეული სცენარით დასრულდება, სიტუაცია რეგიონში და ჩვენთვის ძალიან ცუდად იცვლება , – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა, თორნიკე შარაშენიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.
ამ კონტექსტში შარაშენიძე ფიქრობს, რომ ქვეყანა ცუდი სცენარისთვის უნდა ემზადოს.
„უკრაინაში ომი მიმდინარეობს, რომელიც როგორ მორჩება, არავინ იცის. ახლა მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ კიდევ ერთხელ ამოიქოქოს კონტრშეტევა. მოხდეს დიდი გაწვევა – მობილიზაცია. ამას დასავლეთის მხრიდან კიდევ ერთხელ ფინანსური დახმარება და ძალიან დიდი ინვესტირება სჭირდება. თუ ეს მოხდება და კიდევ ერთხელ შედეგი არ მოიტანა – გამყოფი ხაზი ისევ არსებულ დონეზე დარჩება, მესამე კონტრშეტევის საშუალება, ალბათ, უკრაინას არ ექნება. ალბათ, აღარც დასავლეთი აღარ ჩადებს არანაირ ინვესტიციას. ეს თუ ასე მოხდა, ჩავთვალოთ, რომ ომი მორჩება გამყოფი ხაზით – კორეული სცენარით. ამ სცენარით თუ მორჩა ომი, მინიმუმ უფრო მეტს წაართმევს უკრაინას, ვიდრე ომამდე იყო. ეს ომი თუ ასე მორჩა, თუნდაც კორეული სცენარით, რა თქმა უნდა, სიტუაცია რეგიონში, ჩვენთვის ძალიან ცუდად იცვლება. სახელმწიფო იმის სახელმწიფოა, რომ პირველ რიგში, ცუდი სცენარისთვის ემზადოს, კარგი სცენარისთვის მზადება მარტივია“, – განაცხადა შარაშენიძემ.
შარაშენიძე თვლის, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, საგარეო პოლიტიკის წარმოებისას გარემო ფაქტორებს უნდა მიყვეს და გაძლიერდეს.„ჩვენ გვინდა არ გვინდა, ყოველთვის რაღაც დონეზე [გარემო ფაქტორებს] უნდა მივყვეთ. მით უმეტეს, როცა ჩვენ ნატო-ში არ ვართ, გარემო ფაქტორის გათვალისწინება გინდა არ გინდა გიწევს. რეალური პოლიტიკა ეს არის. პატარა ქვეყანას ყოველთვის სჭირდება მოთმინება და შემდეგ შანსის ლოდინი, იქამდე კი გაძლიერება. ჩვენნაირი პატარა ქვეყანა შეცდომას თუ დაუშვებს შეიძლება საერთოდ ვერ გამოასწოროს“, – განაცხადა შარაშენიძემ და დასძინა:„შენ გყავს დათვი მეზობლად, რომელიც ძალიან აგრესიულია“.
„დათვი არაფერს არ გაპატიებს! ახლა დათვი გაგიჟებულია და ტორებს იქნევს“, – განაცხადა შარაშენიძემ.
ექსპერტმა ისაუბრა უკრაინაში რუსეთის ომის შედეგების გავლენაზე ევროატლანტიკური მისწრაფებების კონტექსტშიც.
მისი თქმით, თუ „თუ ომი ცუდად დამთავრდა, რუსეთი უკრაინას მარტივად არ მოეშვება, ვიდრე გარანტიებს არ მიიღებს, რომ უკრაინა არა თუ ნატო-ში, ევროკავშირშიც კი არ შევა“ და ამ დროს ისმის კითხვა, „ჩვენ რას ვშვრებით“?გარდა ამისა, გადაცემაში შარაშენიძემ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ჩინეთი არის ის გლობალური ძალა, რომელსაც რუსეთი ანგარიშს უწევს, ასევე, ის ანგარიშს ამერიკასაც უწევს. ჩინეთი მისი მეგობარია და ჩინეთის საქართველოში ყოფნა, თუნდაც ინვესტიციების ყოფნა, არის რუსეთისთვის რაღაც შემაკავებელი, შეიძლება ასე ითქვას.„თუ რუსეთისთვის ამერიკის ყოფნა საქართველოში არის ხარისთვის წითელი ნაჭრის აფრიალება, ჩინეთის ყოფნა საქართველოში არის: „შევეგუეთ, დავანებოთ თავი, იქ ჩინეთია“, – აღნიშნა შარაშენიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება