თორნიკე შარაშენიძე – დასავლეთის მხრიდან საჭიროა კიდევ ერთი დიდი ინვესტირება, სერიოზული მობილიზაციის ტალღა უნდა მოხდეს უკრაინაში – თუ ახალი ვერაფერი მოიფიქრეს, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ომი კორეული სცენარით დასრულდება

ზელენსკი გუშინ საუბრობდა მშვიდობის ფორმულაზე, რაც 1991 წლის საზღვრებში დაბრუნებას გულისხმობს, რაც ამ ეტაპზე არარეალისტურია – დასავლეთის მხრიდან საჭიროა კიდევ ერთი დიდი ინვესტირება, სერიოზული მობილიზაციის ტალღა უნდა მოხდეს ში , – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა, თორნიკე შარაშენიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ უკრაინაში ს ომზე საუბრისას განაცხადა.
კერძოდ, აღნიშნულით ის უკრაინის პრეზიდენტის, ს დავოსში საერთაშორისო მედია საბჭოსთან შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ უკრაინისთვის დახმარების დაგვიანებაზე ექსპერიმენტს არავის ურჩევდა, ვინაიდან, უფრო დიდი კრიზისი იქნება.
შარაძენიძის თქმით, ჩანს, რომ ზაფხულის კონტრშეტევის შემდეგ დასავლეთში ბევრს იმედი გაუცრუვდა.
ამასთან, მას არ სჯერა, რომ რუსეთი ახლა შეტევაზე გადავა და დამატებით ტერიტორიას წაიღებს.
„სამწუხაროა, როგორც ჩანს, ზაფხულის კონტრშეტევის შემდეგ დასავლეთში ბევრს იმედი გაუცრუვდა. ამ კონტრშეტევაში ძალიან ბევრი რესურსი იყო ჩადებული, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანური ჯარისკაცების სახით, ასევე ჩადებული იყო ფინანსურ-ტექნიკური რესურსი დასავლეთის მხრიდან. დიდი მოლოდინი იყო.
არ მჯერა, რომ რუსები ახლა შეტევაზე გადავლენ და დამატებით ტერიტორიას წაიღებენ. ძალიან რთული იქნება ეს, გამოფიტვის ომია. ფაქტია, რომ რუსეთს მიტაცებული აქვს საკმაოდ დიდი ტერიტორია, რომელიც უკრაინამ უნდა დაიბრუნოს. გუშინ ზელენსკი საუბრობდა მშვიდობის ფორმულაზე, რომელიც გულისხმობს 1991 წლის საზღვრებში დაბრუნებას, რაც ამ ეტაპზე არარეალისტურია. ამისთვის საჭიროა კიდევ ერთი დიდი ინვესტირება დიდ კონტრშეტევაში. თუ იგივე მოხდა, რაც ზაფხულში, რაღაც სხვა არის მოსაფიქრებელი. სერიოზული მობილიზაციის ტალღა უნდა მოხდეს უკრაინაში, კიდევ დიდი ფინანსურ-ტექნიკური დახმარება დასავლეთის მხრიდან. ეს თუ მოხდა და იგივე განმეორდა, რაც ზაფხულში, ახალი ვერაფერი მოიფიქრეს, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს ომი კორეული სცენარით დასრულდება“,- აღნიშნა შარაშენიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა