აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მამამ, დავით რიჟვაძემ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს უფროსის თანამდებობა დატოვა.
ინფორმაცია ბათუმელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, იურისტმა თეა ლაღიძემ დაუდასტურა.
თეა ლაღიძის თანახმად, “დავით რიჟვაძე, პირადი განცხადების საფუძველზე, გადადგა”.
მისი თქმით, “ზუსტად არ იცის” როდის დაწერა დავით რიჟვაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება და ასევე, “არ იცის”, რა მიუთითა მან ამის მიზეზად.
აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა 2025 წლის 4 აპრილს დატოვა.
