თორნიკე რიჟვაძე – 2023-2024 წლებში აჭარაში მოსახლეობას ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და დასაქმების მიმართულებით 103 432 ბენეფიციარს სხვადსხვა სახის სერვისი მიეწოდა

2023-2024 წლებში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, პროგრამები დაემატა, შეიცვალა დაფინანსების მეთოდოლოგია და მიზნობრივი ჯგუფებისთვის სერვისებზე ფინანსური ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათი ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოს 2023-2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
თორნიკე რიჟვაძემ რამდენიმე ასპექტზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის 2022-2023 წლებში სოციალური პროექტებისა და ჯანდაცვის პროგრამების მნიშვნელოვან სიახლეებზე. აღნიშნა, რომ ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებები აჭარაში ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგია.
„აჭარაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროს დაფინანსება ყოველწლიურად მზარდია. ბიუჯეტის ზრდამ გასულ წელთან შედარებით, შეადგინა 35% და სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტი 51 255 000 ლარს შეადგენს. სამინისტრო, საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 36 პროგრამას ახორციელებს. აჭარის მთავრობის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერება და დასაქმების ხელშეწყობა. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი სიახლეები განხორციელდა აჭარაში 2023-2024 წლებში სოციალური პროექტებისა და ჯანდაცვის პროგრამების მხრივ», – დასძინა მან.
თორნიკე რიჟვაძემ ხაზგასმით ისაუბრა აჭარაში მცხოვრები ეკომიგრანტი ოჯახების დახმარებაზე.
მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა სამედიცინო ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე ავტონომიურ რესპუბლიკაში.
,,ძალიან მნიშვნელოვანია გრძელვადიანად რეგიონს მდგრადი სამედიცინო ინფრასტრუქტურა ჰქონდეს. ჩვენ წელს 3 მასშტაბური სამედიცინო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას დავიწყებთ.
ახალი შენობა ექნება ს N1 პოლიკლინიკასაც. შენობა, სადაც ამჟამად განთავსებულია მოძველებულია და არ აკმაყოფილებს დაწესებულებისათვის დადგენილ სტანდარტებს. ადგილმონაცვლდება საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბათუმის ცენტრი. ახალ შენობაში გადასვლით გაუმჯობესდება 160-მდე დასაქმებულის სამუშაო პირობები. ბათუმის რესპუბლიკურ-კლინიკურ საავადმყოფოს 50 საწოლზე გათვლილი პედიატრიული დეპარტამენტი დაემატა“ , – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
პრესსამსახურის ცნობით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრების ახალი შენობების მშენებლობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების მხარდაჭერით უკვე დასრულდა ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ქობულია – გახარია სამი თვის წინ დამიკავშირდა და მოლაპარაკებები დავიწყეთ, საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე უნდა ვყოფილიყავი, ჩვენს შორის ნდობა არ შედგა, თემა დახურულია – გუშინ რა სიაც იყო 15-კაციანი, დღეს ვნახე, რომ სულ სხვა იყო