თორნიკე რიჟვაძე – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი მევიოლინის, დიდი პროფესიონალიზმით გამორჩეული მუსიკოსის ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო

ქართველი მევიოლინის ლიანა ისაკაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სამძიმრის წერილი გაავრცელა.
გავრცელებულ წერილში რიჟვაძემ მუსიკოსის ოჯახსა და სრულიად საზოგადოებას დიდი პროფესიონალის დაკარგვა მიუსამძიმრა, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული მუსიკის პოპულარიზაციაში.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი მევიოლინის, დიდი პროფესიონალიზმით გამორჩეული მუსიკოსის ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო. მნიშვნელოვანია ქალბატონი ლიანას წვლილი ქართული მუსიკისა და კულტურის პოპულარიზაციაში.
ვიზიარებ ლიანა ისაკაძის ოჯახის, კოლეგების, მუსიკის მოყვარულების, საზოგადოების დიდ მწუხარებას”, – წერს თორნიკე რიჟვაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკო მანაგაძე: ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება. რამდენი ტიტუშკა არბენინა, რამდენი ფიტული აგორავა აუდიტორიების შესავსებად, რამდენი სტუდენტი აცემინა, მაგრამ მაინც ასე დაამთავრა – წავიდა