თორნიკე რიჟვაძე, ოჯახთან ერთად, საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა – მედია

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მშობლებთან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად გერმანიაში საცხოვრებლად გადავიდა – ინფორმაციას ამის შესახებ „აჭარა თაიმსის“ ორ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რიჟვაძეები თურქეთიდან გერმანიაში სამკურნალოდ გაემგზავრნენ.
წყაროების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. იმავე წყაროები აცხადებენ, რომ შემთხვევის შემდეგ მას ერთ თვალში ხედვა დაკარგული აქვს.
„აჭარა თაიმსმა“ ასევე გაარკვია, რომ თორნიკე რიჟვაძის შვილები, რომლებიც ახლაც ბათუმის მერვე საჯარო სკოლის ბაზაში ირიცხებიან, სასწავლო პროცესში არ მონაწილეობენ. სკოლის დირექტორმა ქეთევან გვარჯალაძემ დაადასტურა, რომ მოსწავლეები სკოლაში არ ცხადდებიან, თუმცა აღნიშნა, რომ მათ კანონით განსაზღვრული 30-პროცენტიანი გაცდენის ლიმიტი ჯერჯერობით ამოწურული არ აქვთ.

ასევე დაგაინტერესებთ

სამირა ბაირამოვა: მარნეულში 22 მარტში ჩინარის ბაირამია და სოფელ ჯანდარში დიდი ზეიმით აღინიშნებოდა და მოსახლეობა განცხადებას ავრცელებს, რომ ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩინარის ტერიტორიაზე დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდეს მუსიკის გარეშე, ყოველგვარი ხმაურიანი აღნიშვნების გარეშე და უფრო თავშეკავებულ ფორმატში