თორნიკე რიჟვაძე – ზეწოლა მიმდინარეობს, როგორც სასტუმრო „შერატონზე”, ასევე სხვა კონკრეტულ დაწესებულებებზე – ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში უნდა მოხდეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, სასტუმრო „შერატონში“ მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ სასტუმრო „შერატონსა“ და კონკრეტულ დაწესებულებებზე, ზეწოლა ხორციელდება.
„კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ.
ამ შემთხვევაში ზეწოლა მიმდინარეობს, როგორც სასტუმრო „შერატონზე”, ასევე სხვა კონკრეტულ დაწესებულებებზე.
ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში უნდა მოხდეს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და შესაბამისი შედეგი დადგება, რომელსაც ყველამ პატივი უნდა ვცეთ“, – აღნიშნა რიჟვაძემ.
ცნობისთვის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე სასტუმრო “შერატონში” მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს. ერთ-ერთი პირი, რომელიც გახარიასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძეა. გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციითაც, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე: ევროკავშირმა სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაა – ეს დადასტურებაა, რომ მეგობრებს ვახსოვართ

ირაკლი კობახიძე „იგლ ჰილსის“ პროექტზე – 147 ბინა შეიძინეს საქართველოს მოქალაქეებმა, 110 – უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, 8 ბინა არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა, თავადაც ხედავთ, როგორი არაბიზაციის რისკის წინაშე დგას ქვეყანა

ირაკლი კობახიძე – მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში ბიუჯეტში შემოდის 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი – ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება

ირაკლი კობახიძე – ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეების 30% რუსეთის მოქალაქეა, შემდეგ ადგილზე არიან ინდოეთი და აზერბაიჯანი, უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 5.9%-ია, ლტოლვილის სტატუსით კი 25 ათასამდე უკრაინელი ცხოვრობს