თორნიკე რიჟვაძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, ქხეგუა დურუზს და სორაია მარტინესს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრაზე აჭარის რეგიონში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე იმსჯელეს.
„აღინიშნა 2024 წლის არჩევნებზე ელექტრონული საშუალებების შემოღების მნიშვნელობა, რაც სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს.
თავის მხრივ, მისიის წარმომადგენლებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა გააცნეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – პარტნიორების შეფასებები ძალიან მძიმე იყო – ერთ-ერთი კოლეგისგან პირდაპირ ითქვა, რომ თუ “ქართული ოცნება“ ზეწოლასა და რუსული გავლენის გააქტიურებას გააგრძელებს, საქართველო ბელარუსი გახდება