თორნიკე რიჟვაძე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2025-2028 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების განხილვას დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2025-2028 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების განხილვას დაესწრო.
სამინისტროს საქმიანობის ანგარიში და პრიორიტეტები მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ წარადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
2025-2028 წლებში სამინისტრო, საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად გეგმავს, არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამის დანერგვას და პროგრამულ ცვლილებებს, როგორიცაა: გულის მძიმე დაავადების მქონე პაციენტებისთვის ძვირადღირებული სარქვლის ტრანსკათეტერული იმპლანტაციის დაფინანსება; ამოქმედდება ახალი პროგრამა – მოხუცთა დღის ცენტრი; ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პაციენტებისთვის მედიკამენტები დაფინანსდება სრულად. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილია სკრინინგები ზრდასრულებსა და მოზარდებში; დაფინანსდება მხედველობის დარღვევების ადრეული გამოვლენა სამიზნე ჯგუფში და სხვა.
2023-2024 წლებში, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით 4 465-მა ბენეფიციარმა მიიღო დახმარება. სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა/რეაბილიტაცია/მშენებლობა და ადგილმონაცვლეობისათვის 10 მილიონ ლარამდე გამოიყო, რის შედეგადაც 1 200 ბენეფიციარი დაკმაყოფილდა.

ასევე დაგაინტერესებთ