თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოში ქართული ოცნების დელეგატები წარადგინა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ უმაღლესის საბჭოს არჩევნებისთვის ქართული ოცნების დელეგატები წარადგინა.
ბათუმში ოცნების დელეგატი იქნება – რამაზ ჯინჭარაძე, ის ს საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარეა, ქობულეთში – უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატი – ცოტნე ანანიძე, ხელვაჩაურში – ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მინდია დიასამიძე, ქედაში – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, მამუკა თურმანიძე, შუახევში – უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატი, ფრიდონ ფუტკარაძე, ხულოში – მოქმედი მერი, ვახტანგ ბერიძე.
რიჟვაძე ამბობს, რომ ძირითადი კრიტერიუმები, რის გამოც ხსენებული ხალხი შეარჩიეს “პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერებაა”.
***
ქართულმა ოცნებამ პროპორციული სიის თბილისის დელეგატები გუშინ წარადგინა.