თორნიკე მიგინეიშვილი: TV პირველის სახელით დღეს ეს ინფორმაცია ოფიციალურად მივაწოდეთ საგამოძიებო ორგანოს და ველოდებით სწრაფ რეაგირებას!

“ალბათ, ყველას ახსოვს ტელეკომპანია პირველის გადამღებ ჯგუფზე (მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირული) ზონდერების თავდასხმის საშინელი ფაქტი, როცა თავდამსხმელებმა ყველაფერთან ერთად ტვ პირველის კუთვნილი ტექნიკაც გაიტაცეს.
ჟურნალისტმა (ერთ-ერთი მაუწყებლის) შემთხვევის ადგილას ახლოს იპოვა მეხსიერების ბარათი, რომელიც შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა გიორგი შეწირულის კამერიდან ამოვარდნილი ე.წ. “ჩიპი”, რომელზედაც მაღალი გარჩევადობით გამოსახულები არიან სავარაუდო თავდამსხმელი პირები.
TV პირველის სახელით დღეს ეს ინფორმაცია ოფიციალურად მივაწოდეთ საგამოძიებო ორგანოს და ველოდებით სწრაფ რეაგირებას!
შემდგომში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, მზად ვართ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადავცეთ ნაპოვნი მეხსიერების ბარათი”. – წერს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი Facebook-ზე

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე დარახველიძე – ადამიანები გუშინ პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისა და სამართალდამცავების შეურაცხყოფისთვის დააკავეს – სასამართლოში გექნებათ საშუალება, მოისმინოთ არგუმენტები

სიმონ ჯანაშია – ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე კითხვა უნდა დავსვათ ასე: რატომ ახლა, პასუხი მარტივია: პოლიტიკური მიკერძოებულობის გამო – ცნობილი კაციჭამია რომ გასამართლდეს, იქაც გაჩნდება კითხვა, რადგან სასამართლო გვაქვს უსამართლო