თორნიკე კობერიძე : ბატონ გოგა ხაინდრავას უნდა ვუთხრა, რა მოტივაცია შეიძლებოდა გქონოდათ მაშინ, როცა საქართველოს მე-5 პრეზიდენტს ყვავილებით მიადექით და საქართველოს პირველ პრეზიდენტს, მაგალითად, იარაღით (ვიდეო)

ბატონ გოგა ხაინდრავას უნდა ვუთხრა, რა მოტივაცია შეიძლებოდა გქონოდათ მაშინ, როცა საქართველოს მე-5 პრეზიდენტს ყვავილებით მიადექით და საქართველოს პირველ პრეზიდენტს, მაგალითად, იარაღით და პუტჩით და პუტჩით მოიშორეთ ის ხალხი. […] შუაში მიხეილ სააკაშვილთან თანამდებობაც კი მოიპოვეთ, როცა მიხეილ სააკაშვილს პროდასავლური კურსი ჰქონდა. რად გინდოდათ ეგ თანამდებობა. ასეთი ადამიანები ამას იმიტომ საუბრობენ, რომ ხელისუფლებას კოჭი გაუგორო,” — განაცხადა პარტია “გირჩის” ყოფილმა წევრმა, თორნიკე კობერიძემ “რუსთავი 2-ს” დებატებში.
🔵 პროსამთავრობო ტელეკომპანია “რუსთავის 2-ის” ეთერში დებატები მიმდინარეობს თემაზე “ეროვნული ინტერესები და ევროპული კურსი”.
🔵 გადაცემის სტუმრები არიან: “ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია, პოლიტიკური “მოძრაობა ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ვატო შაქარიშვილი, “ოცნების” ხელისუფლების მხარდამჭერი რეჟისორი გოგა ხაინდრავა, პარტია “გირჩის” ყოფილი წევრი , ექსპერტი ნოდარ კაპანაძე, პარტია “ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი ნიკა ობოლაძე და “გირჩის” წევრი ჰერმან საბო.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…