თორნიკე გოშაძე: მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობს, რომ დამნაშავე ვარ. მედავებიან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. სიზმარშიც არ მინახავს არცერთი მათგანი

„ასეთი რამე მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობს, რომ დამნაშავე ვარ. მე ვფიქრობ, მსგავსი ადამიანი არ არსებობს, თუმცა მაინც მინდა აღვნიშნო ერთი ამბავი. ჩემი ციხეში ჯდომის ერთ-ერთ დღეს საკანში შემოვიდა პატიმარი, რომელსაც პროკურატურა ედავებოდა ოჯახში ძალადობის მუხლით. ამ პატიმარმა თავისი ხელით მანახა 20 წლის გოგოს ჩალურჯებული და დასისხლიანებული სახე, თავად ეს პატიმარი 50+ იყო. დაზარალებული გოგო ფეხმძიმედ იყო და პატიმრობის წლები ითვალისწინებდა 1-დან 3 წლამდე.
მე მედავებიან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. ჩემს ე.წ. ჯგუფში მყოფ არცერთ პირს არა თუ ვიცნობ, სიზმარშიც არ მინახავს არცერთი მათგანი. არ არსებობს არცერთი მოწმე, არცერთი დაზარალებული, ნივთმტკიცებად აქვთ ჩემი ტანსაცმელი და დროშა, რომელიც, ჩემი აზრით, სოლიდარობისა და ქვეყნის სიყვარულის გარდა არაფერს ნიშნავს. ხოლო ჩემი მუხლი 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ნუთუ ამის შემდეგ ვინმეს შეუძლია თქვას რომ სამართლიანობა მწყობრშია. 26 წლის ვარ და ერთი მეექვსედი არაფრის გამო უნდა წამართვან. წყევლა ჩემი სტილი არ არის, თუმცა ვისაც ჩვენ უსამართლოდ ციხეში ჯდომაში მცირეოდენი წვლილი მიუძღვის, ვუსურვებ მათ შვილებს მოაკლოს ღმერთმა ათი მაგდენი. გავიმარჯვებთ, სირაქლემები კი თავს მიწაში ჩათხრიან“, – წერს თორნიკე გოშაძე წერილში, რომელსაც დედამისი, მარიზი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ